ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ქუთაისის მერობის ყოფილ კანდიდატს საარჩევნო კამპანიის დროს თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ
25 ივლისი, 2014 წ.
ქუთაისის მერობის ყოფილ კანდიდატს, ხათუნა მაჭავარიანს პარტიის ქუთაისის კოორდინატორები კუთვნილ თანხას სთხოვენ. როგორც ირკვევა, ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს“ ქუთაისის წარმომადგენლობას წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარებისთვის განკუთვნილი თანხა 120 ლარის ოდენობით ამ დრომდე არ გადაუხდია.

ერთთვიანი ლოდინის შედეგ ყოფილი კოორდინატორები კუთვნილი თანხის ამოღებას სასამართლოს გზით შეეცდებიან.

„უკვე გვყავს ადვოკატი, რომელიც დაიცავს ჩვენს უფლებებს. თუ არ გადაიხდის თანხას, სასამართლოში ვუჩივლებთ და მაინც ამოვიღებთ“,-ამბობს ერთ-ერთი ყოფილი კოორდინატორი ასმათ დვალიშვილი.

დაზარალებულთა ადვოკატი ნიკოლოზ კანკავა ამბობს, რომ სამართლებრივი დახმარების თხოვნით მას რამდენიმე კოორდინატორმა უკვე მიმართა.

„საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო სუბიექტმა სრულად უნდა აუნაზღაუროს თანხა კოორდინატორებს, მიუხედავად იმისა, მოიგო თუ წააგო მან არჩევნები. თუ ხათუნა მაჭავარინი არ გადაიხდის ამ თანხას, მას 182 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება,რაც თანხის უკანონოდ მითვისებას გულისხმობს“,-ამბობს სამართალდამცავი ნიკოლოზ კანკავა.

მისივე თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის პარტიის ხელმძღვანელი სერგო ჯავახაძე, რომელიც აცხადებს, რომ ამ პრობლემის მოგვარება ბლოკში შემავალ „ქალთა პარტიასა“ და მის თავმჯდომარეს ხათუნა მაჭავარიანს ევალება. ადვოკატის თქმით, სერგო ჯავახაძე ადასტურებს, რომ ქუთაისში დასაქმებული კოორდინატრების თანხა უკვე ჩარიცხულია, მაგრამ თანხის განაწილებას ხათუნა მაჭავარიანი უშლის ხელს.

თავად ხათუნა მაჭავარიანი კოორდინატორებისთვის თანხის გადაუხდელობის მიზეზად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათ არადამაკმაყოფილებელ მუშაობას ასახელებს და ამბობს, რომ კოორდინატორებმა მას საჭირო ხმები ვერ მოუგროვეს.
ბლოკ „თვითმმართველობა ხალხს“ , კოორდინატორი ქუთაისის 123 უბანზე ჰყავდა. მათგან, დაზარალებულთა თქმით, კუთვნილი თანხა 70%-ს არ აუღია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31