ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გარდაბნის ახალი საკრებულოს ლეიბორისტმა წევრმა ნინო მეტრეველმა ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელს ვაჟა გენგაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეობაზე, გარკვევული პირობების სანაცვლოდ დაუჭირა მხარი
21 ივლისი, 2014 წ.
,,17 ივნისს ,,ქართული ოცნების” კიდევ ერთი ოცნება ასრულდა. დღეიდან თქვენს ხელშია ყველა დონის მმართველობა, შესაბამისად თქვენს მიერ თავის მართლება, რომ ხალხისთვის მიცემული დაპირებებს ვერ ასრულებდით იმიტომ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებებას ვერ აკონტროლებდით, აღარ გამოვა. ხალხი ამ არგუმენტს აღარ მიიღებს, შესაბამისად უკვე საქმის დროა.

ჩემთვის, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატისთვის, პოლიტიკურად უფრო მიზანშეწონილია საკრებულოს თავმჯდომარისთვის მხარის არდაჭერა, მაგრამ, მე დღეს სხვა გადაწყვეტილებას ვიღებ და ღიად დავუჭერ მხარს ბატონ ვაჟა გენგაშვილს, ოღონდ გარკვეული პირობების სანაცვლოს და ვითხოვ ეს ოქმში ჩაიწეროს.

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩატარდეს სახელმწიფო აუდიტი, რომელიც 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.
2. შესწავლილი იქნეს მიწების ლეგალიზაციის საკითხი, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ასევე მიწების განკარგვის კანონიერება, მათ შორის-საძოვრების.
3. ყბადაღებული ავტოტრანსპორტის თემა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, გარდაბნის ბიუჯეტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 41 ავტომანქანა. გაირკვეს ეს საკითხი, ვინ და რატომ უყიდა მუნიციპალიტეტმა ამ სტრუქტურას ძვირადღირებული ავტომანქანები და ვიფიქროთ მათ დაბრუნებაზე.
4. შემოწმდეს სახელმწიფო ხარჯების მიზანმიმართულება გასულ წლებში; რამდენად მართლზომიერად გაიცემოდა პრემიები და სოციალური დახმარებები.

ვიმედოვნებ, რომ აღარ განმეორდება პრემიების გაცემის ტრადიცია და ეს თამხა სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად წავა.
ეს ყველაფერი აუცილებელის ქვეყანაში რეალური სამართლიანობის დასამაკვიდრებლად და იმისთვის რომ დღევანდელმა და მომავალმა მართველობებმაც იგივე არ გაიმერონ.

ამ პირობების შესასრულებლად, საკითხების სირთულის მიხედვით, საკრებულოს ხელმძღვანელობას 3-6 თვეს ვაძლევ. თუ ამ ხნის მანძილზე ვერ დავინახავთ, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად მუშაობთ, დავაყენებ საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის იმპიჩმენტის საკითხს, და მჯერა, რომ თქვენს შორისაც გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამაში მხარს დამიჭერენ. ამთ დაამტკიცებთ აქ ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად ხართ, თუ საკუთარი. გარდაბნის რაიონი არის ჭაობი, სადაც უამრავი კლანური და პირადი ინტერესები იკვეთება, სადაც არაფერი იცვლება წლების მანძილზე.

სხდომის ბოლოს ნინო მეტრეველმა კიდევ ერთხელ შეახსენა რაიონის გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ ემუშავათ მის მიერ დაყენებეულ საკითხებზე,რაზეც გამგებელმა გელა ნიორაძემ უპასუხა, რომ რომ ჯერ ნაციონელები არიან და შემდეგ-ლეიბორისტები. მეტრეველის პროტესტის შემდეგ რომ ეს განცხადება ამ ძალის კოაბიტაცის გაგრძელების მტკოცებაა, ნიორაძემ განმარტა, რომ მან დეპუტატთა რაოდენობა იგულისხმა. ,,აქ თითო დეპუტატი თითო ხმაა. ძალიან შეგეშალათ ბატონო გელა.” _ მიიღო პასუხად.

http://labour.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30