ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
დემოკრატიული მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებისათვის ემზადება და რეგიონალურ კონფერენციებს მართავს
20 თებერვალი, 2014 წ.
2014 წლის 20 თებერვალს IRI-ორგანიზებით ქალაქ ბათუმში გაიმართა „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრების შეხვედრა რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრის დასაწყისში „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მადლობა გადაუხადა „საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს“ აღნიშნული შეხვედრების ორგანიზებისათვის. როგორც მან აღნიშნა, პირველი რეგიონალური კონფერენცია 2 კვირის წინ, კაჭრეთში ჩატარდა, სადაც „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები კახეთის რაიონის წარმომადგენლებს შეხვდნენ:

„ეს შეხვედრა უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიას. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ რეგიონებში, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ მიიღოს სერიოზული შედეგები. იმედია, ჩვენ მოვახერხებთ იმ ხმების დაცვას, რომელსაც მივიღებთ.

ჯერჯერობით ნაადრევია იმასთან დაკავშირებით საუბარი მოხდება თუ არა ოპოზიციის მხრიდან ერთიან კანდიდატზე შეთანხმება, იმიტომ რომ მე ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს თემასთან დაკავშირებით. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ კონსულტაციები რა თქმა უნდა მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ ნამდვილად არ არის მიღწეული, იმასთან დაკავშირებით პარტია დამოუკიდებლად გამოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თუ ეს იქნება კოალიციური რეჟიმი. ბევრი რამ არის დამოკიდებული საკანონმდებლო ბაზაზეც და იმ ობიექტურ რეალობაზეც, რომელსაც ჩვენ დავინახავთ ჩვენს რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს,“ - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30