ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა პარტიამ ამ ორ წელიწადში თითქმის შეუძლებელი შეძლო
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა პარტიამ ამ ორ წელიწადში თითქმის შეუძლებელი შეძლო
20 თებერვალი, 2014 წ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის წევრებს და აქტივისტებს მიმართავს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, პარტია გადადის ახალ ეტაპზე და პარტიის წევრებისა და აქტივისტების მონაწილეობა ამ საქმეში არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

"დღეს გადავდივართ პარტიისა და მისი სტრუქტურების განახლების ახალ ეტაპზე და თქვენი მონაწილეობა ამ საქმეში პარტიის ხელმძღვანელობისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. სულ მალე ვიწყებთ რეგიონებში პარტიული კონფერენციების ჩატარებას. მინდა დავავალო პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძეს და პოლიტიკურ მდივანს გიორგი ვოლსკის პარტიული კონფერენციების ორგანიზება. ეს იქნება რეგულარული შეხვედრები ჩვენი პარტიის წევრებთან, მხარდამჭერებთან და აქტივისტებთან", - აცხადებს ღარიბაშვილი.
მისივე განცხადებით, პარტია ახალი ძალით იწყებს მუშაობას.

"ამიტომ მოგიწოდებთ პარტიის თითოეულ წევრს, თითოეულ აქტივისტს, - იაქტიურეთ, მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს შეხვედრებში, პარტიულ კონფერენციებში და თქვენი წვლილი შეიტანეთ მის განახლებასა და გაძლიერებაში. მჯერა, რომ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" იქნება პარტია, რომელიც კიდევ ათასობით მხარდამჭერს შემოიკრებს გარშემო, იქნება მათი ინტერესების დამცველი და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში.

აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ახალგაზრდობას – შემოგვიერთდით! მე მსურს თქვენთან ერთად ავაშენო ძლიერი საქართველო!", - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

მისივე განცხადებით, არც ერთი ადამიანი, რომელმაც ერთგულად და თავდაუზოგავად იშრომა, და იბრძოლა, უყურადღებოდ და გულნაკლული არ დარჩება.

"ბევრ იმ ადამიანს, რომელიც პირველი დღიდან მონაწილეობდა პარტიის მშენებლობაში, აქვს განცდა იმისა, რომ თავდადება სათანადოდ არ დაუფასდათ.მინდა გითხრათ, რომ ეს იმ სირთულეების ბრალი იყო, რომლებიც ქვეყანამ გამოიარა. საბედნიეროდ, ეს სირთულეები ყველამ ერთად ღირსეულად გადავლახეთ. ამიტომ გარწმუნებთ, არც ერთი ადამიანი, რომელმაც ერთგულად და თავდაუზოგავად იშრომა, და პირდაპირ ვიტყვი, იბრძოლა ჩვენთან ერთად, უყურადღებოდ და გულნაკლული არ დარჩება", - აცხადებს ღარიბაშვილი.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი განვლილ ორ წელს აფასებს და აცხადებს, რომ სწორედ ამ დროს, საქართველოსთვის გადამწყვეტ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", რომელმაც საერთო იდეოლოგიისა და ღირებულებების მქონე ადამიანები გააერთიანა და ქვეყნის სამსახურში ჩადგა.

"ჩვენმა პარტიამ ამ ორ წელიწადში თითქმის შეუძლებელი შეძლო - დიდი ძალისხმევისა და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში და წარმმართველი პოლიტიკური ძალა გახდა.
ასეთ წარმატებას, ხშირად, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პოლიტიკური პარტიებიც კი ვერ აღწევენ. ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენი პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება, კიდევ უფრო მეტი ენერგიით განაგრძობს საქმიანობას და თანამედროვე ევროპული ტიპის პარტიად ჩამოყალიბდება, - პარტიად, რომელსაც ენდობიან მოქალაქეები და რომელიც მათი ინტერესების გამტარებელია", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

http://www.interpressnews.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30