ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციის სურვილები არასოდეს დამთავრდება
ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციის სურვილები არასოდეს დამთავრდება
18 თებერვალი, 2014 წ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდის ინიციატივას რევოლუციურს უწოდებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა , გული წყდება, რომ ოპოზიცია ამ ცვლილებებს სათანადოდ ვერ აფასებს.

"ოპოზიციის სურვილები არასოდეს დამთავრდება. მათ უნდათ, რომ ერთ დღეს ჩვენც წავიდეთ სახლებში და დავუთმოთ ადგილები, მაგრამ ასე არ გამოვა. ჩვენ ხალხმა აგვირჩია და გვაქვს გრძელვადიანი გეგმები. მოითმინონ, იმუშაონ, დაარწმუნინ მოსახლეობა, რომ ჩვენზე უკეთესები იქნებიან. თუ დადგება დრო და ხალხი გადაწყვეტს, მათაც მისცემს ხმას. რაც შეეხება ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, ის მართლაც რევოლუციურია. ძალიან გული მწყდება, როდესაც ოპიზიციის წარმომაგენლები არ თუ ვერ აფასებენ აღნიშნულ ცვლილებებს. სულ რაღაც ორი წლის წინ მათ ამაზე ოცნებაც არ შეეძლოთ", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, კოალიციის ლიდერებს შესთავაზა ბარიერის 50%-მდე აწევა, რაც კანონში აისახება და ყველა მერი და გამგებელი ერთი პრინციპით - 50%-იანი ბარიერით აირჩევა.
"გარდა ამისა, ჩვენ მთელი რიგი ღონისძიებები გავატარეთ და მაქსიმალურად თანაბრად კონკურენტუნარიანი პირობები შევთავაზეთ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციას. ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალე პოლიტიკას ვაწარმოებთ და ის პირობები, რაც ავსახეთ კანონმდებლობაში, მართლაც არის რევოლუციური", -აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი დიდ კატასტროფას ვერ ხედავს, თუ ამა თუ იმ რაიონში მეორე ტური დაინიშნება.

"ეს არის გამჭვირვალე პროცესი და იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ რეალურ დემოკრატიას ვამკვიდრებთ ქვეყანაში. მიმაჩნია, რომ ჩვენს კანდიდატებს არ ეყოლებათ რეალური კონკურენტები. ჩვენ არავითარი გამოწვევებისა და რისკების არ გვეშინია, პირიქით. ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი და იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ მზად ვართ ღია და სამართლიანი, კონკურენტუნარიანი ბრძოლისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერპრესნიუსი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30