ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ნინო ბურჯანაძე - ხვალ პარტიას 65 ათასი ლარი ჩამოეჭრება
18 თებერვალი, 2014 წ.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, ხვალ მის პარტიას 65 ათასი ლარი ჩამოეჭრება. ნინო ბურჯანაძემ პარტიის 65 000 ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბიფინგი გამართა და ხელისუფლება გააკრიტიკა.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ახალმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემოღებული სადამსჯელო კანონპროექტების შესაცვლელად, "დემოკრატიული მოძრაობა" სრულიად უსამართლოდ და უკანონოდ დააჯარიმეს 65 ათასი ლარით.

"ახალმა ხელისუფლებამ დააჯარიმა "დემოკრატიული მოძრაობა", პარტია, რომელიც დაარსების დღიდან შეუპოვრად იბრძოდა ქვეყნის დემოკრატიისათვის, რომელმაც განუზომელი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს ქვეყანაში აღარ არის სააკაშვილის რეჟიმი და იმაში, რომ გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მისი პარტია "ქართული ოცნების" ძალისხმევის შედეგად ამოღებულია იმ პარტიების ნუსხიდან, რომელთაც ენიჭებათ კვალიფიციური პარტიის სტატუსი, რომელთაც დაფინანსება აქვთ.

"ამ ფონზე პარტიას იმ თანხასაც ართმევენ, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მიიღო და რომლის დახარჯვაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ჰქონდა გადაწყვეტილი", - აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.
ნინო ბურჯანაძე ხელისუფლების ქმედებას უსამართლობად აფასებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ "დემოკრატიულმა მოძრაობამ" მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომ დაჩქარებული წესით განეხილათ აღნიშნული საკითხი, პარტიას პასუხი არ მიუღია და აღნიშნული თანხა ხვალ მისი ანგარიშიდან ჩამოიჭრება.

"ეს არის პირდაპირი მცდელობა, ხელი შეუშალონ "დემოკრატიულ მოძრაობას" ვაწარმოოთ ნორმალური წინასაარჩევნო კამპანია, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ძალიან ეშინიათ "დემოკრატიული მოძრაობის". ეს არის სამარცხვინო ლაქა ახალი ხელისუფლებისათვის, ხელისუფლებისათვის, რომელიც 50 ათასიან ჯარიმას უწესებს მერს, რომელსაც 50 მილიონის გაფლანგვას ედავება, ჩვენ კი გვართმევს 65 ათას ლარს უსამართლოდ, უსაფუძვლოდ, იმიტომ, რომ ეშინია ქვეყანაში რეალური კონკურენციის და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების", - მიაჩნია ნინო ბურჯანაძეს.

ამასთან, მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიტანა იმ მოსამართლემ, რომელმაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა.

"პარტიას ერთადერთი გზა აქვს, რომ გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება იმ სასამართლოში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ასე ძალიან მოსწონს. რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმედი, რომ კუბლაშვილის სასამართლოში რაიმეს მივაღწევთ. ერთიც საინტერესოა, დღევანდელმა ხელისუფლებამ არც ის კანონი შეცვალა, რომელიც თავის დროზე ჩემს დასასჯელად შემოიღო სააკაშვილმა და ბაქრაძემ სასწრაფო წესით, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაჩენი ძალაში შედის და თუნდაც შემდეგ გამართლების შემთხვევაში თანხა გადახდილი რჩება და შემდეგ უნდა იბრძოლო იმისათვის, რომ ეს თანხა დაიბრუნო. ეს უბრალოდ ვერ მოესწრება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ანუ ჩვენ, 65 ათასი ლარი ამ არჩევნების წინ უბრალოდ წაგვართვეს!", - დასძინა მან.

ინტერპრესნიუსი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30