ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ზურაბ ბიგვავა - პრობლემა, საგანელიძესა და ჩვენს შორის მოხსნილია
17 თებერვალი, 2014 წ.
"ქართული ოცნების" მარტვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსის, ზურაბ ბიგვავას განცხადებით, მასსა და დავით საგანელიძეს შორის სიტუაციას შეგნებულად ძაბავდნენ. ამის შესახებ ზურაბ ბიგვავამ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, იყვნენ ადამიანები, რომლებიც სიტუაციას შეგნებულად ძაბავდნენ, როგორც გარედან, ასევე პარტიის შიგნიდან.

"ეს პრობლემა, საგანელიძესა და ჩვენს შორის მოხსნილია. ეს იყო შემოგდებული თემა, როგორც გარედან - "ნაციონალური მოძრაობიდან" ჭორები, ასევე შიდა ინტრიგები", - განცხადა ზურაბ ბიგვავამ.

როგორც მან აღნიშნა, გარკვეულია იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც სიტუაციას შეგნებულად ძაბავდნენ და რამდენიმე დღეში "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანთან და თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მათი ვინაობა დასახელდება.

მისივე განცხადებით, დავით საგანელიძის ფიტულის დაწვა მარტვილში, იყო პროტესტი "ქართული ოცნების" მიმართ და არა პროტესტი დავით საგანელიძისადმი. როგორც მან აღნიშნა მარტვილის მოსახლეობის განაწყენება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ადგილობრივ დონეზე არაფერი შეცვლილა და თანამდებობებზე დაინიშნა ისეთი ხალხი, რომლებიც 1 ოქტომრამდე არ ჩანდნენ და მონაწილეობა არ მიუღიათ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლაში.

http://www.interpressnews.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30