ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
"ნაციონალური მოძრაობა" - პროკურატურა ლევან ვარშალომიძეს ყოფილი აბანოების შენობის გასხვისების საკითხს ედავება
17 თებერვალი, 2014 წ.
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, პროკურატურა ლევან ვარშალომიძეს ბათუმში, ხულოს ქუჩაზე ყოფილი აბანოების შენობის გასხვისების საკითხს ედავება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბათუმის იუსტიციის სახლთან, სადაც პროკურატურაა განთავსებული, რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ხელმძღვანელმა ირაკლი ბარამიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, წინასაარჩევნოდ ოპონენტი პარტიის ლიდერებზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება.

"ეს არის ბატონი ღარიბაშვილის განცხადებების გამოხმაურება. წინასაარჩევნოდ დაიწყო პოლიტიკურ ლიდერებზე ზეწოლა. ვფიქრობ, დღეს ეს პროცესი მიმდინარეობს პროკურატურაში. მაინცდამაინც, წინასაარჩევნოდ ამ თემების წამოწევა არის პოლიტიკური საკითხი, რადგან რეიტინგებში ძალიან უჭირს "ქართულ ოცნებას" და ცდილობენ ამ თემების გადაფარვას", - აღნიშნა ირაკლი ბარამიძემ.

ბათუმის პროკურატურასთან იმყოფება საქართველოს პარლამენტის წევრი უმცირესობიდან მიხეილ მახარაძე და ასევე, პროკურატურასთან მივიდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები "ნაციონალური მოძრაობიდან".
ლევან ვარშალომიძე ბათუმის პროკურატურაში 14:00 საათიდან იმყოფება. პროკურატურის ინფორმაციით, ის აჭარის პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული. მათივე ცნობით, ვარშალომიძის დაბარება მოხდა ბათუმში მდებარე, მილიონნახევარ ლარად შეფასებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისებისა და დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. პროკურატურის განმარტებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

http://www.interpressnews.ge


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30