ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ლეიბორისტული პარტია ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიმართავს
ლეიბორისტული პარტია ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიმართავს
17 თებერვალი, 2014 წ.
საქართველოს ლეიბორისტული პარტია- საქართველოს სახელმწიფო
მომჩივანი: საქართველოს ლეიბორისტული პარტია, რომელსაც წარმოადგენს პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი
მუდმივი მისამართი: ქ. თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქ #88
ტელეფონი: 911617

მოპასუხე: საქართველოს სახელმწიფო.

საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებანი:

მოგახსენებთ, რომ 2013 წელის 27 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გეგმიურად ჩაატარა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. არჩევნები ჩატარდა ტოტალური გაყალბების ფონზე, გაყალბება მოხდა არა მარტო საარჩევნო უბნებში, ოლქებში და ცესკოში, არამედ ლომის წვლილი მიუძღვის არჩევნების არაკანონიერად ჩატარებაში საარჩევნო კანონმდებლობას, რომელიც შეგნებულად არის მორგებული ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებზე, სწორედ აღნიშნული კანონმდებლობით საქართველოს ლეიბორისტული პარტია არ იყო მიჩნეული კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად, შესაბამისად პარტიის მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატს, შალვა ნათელაშვილს არ ყავდა წარმომადგენლები საარჩევნო უბნებში, რის გამოც საარჩევნო უბნებში მომხდარი უამრავი დარღვევის გასაჩივრება ვერ მოვახერხეთ კანონით დადგენილ 3 დღიან ვადაში, რითაც დაირღვა გასაჩივრების ეფექტური უფლება, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული შემაჯამებელი ოქმებიც ვერ მოვიპოვეთ კანონით დადგენილ ვადაში და ბუნებრივია ვერ გავასაჩივრეთ ისინი ცესკოში, თანაც გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებლობით ისედაც დადგენილია ძალიან მცირე გასაჩივრების ვადა, ჩვენ მოპასუხეს მივმართეთ წერილით და მოვითხოვეთ ყველა ოლქის შემაჯამებელი ოქმი, მაგრამ როგორც ვვარაუდობდით ყველა ოქმი ჩაგვბარდა იმის შემდეგ რაც გასული იყო მათი გასაჩივრების ვადა. როგორც მოგეხსენებათ კანონმდებელმა შეგნებულად დააწესა ესოდენ მცირე გასაჩივრების ვადა, რომ იმ საარჩევნო სუბიექტებმა ვისაც არ ჰყავს წარმომადგენელი შესაბამის კომისიაში ვერ მოასწრონ შედეგების გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციაში და სასამართლოში. ერთადერთი რისი შესაძლებლობა გაგვაჩნდა ეს გახლდათ ცესკოს მიერ მიღებული შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება, რადგან ის მიღებულია საარჩევნო უბნებიდან და ოლქებიდან არასწორი და გაყალბებული მონაცემების საფუძველზე.
პრეზიდენტობის კანდიდატი ბატონი შალვა ნათელაშვილი 2013 წლის არჩევნებში, როგორც არჩევნების დღეს ასევე წინასაარჩევნო პერიოდში იყო აშკარად არათანაბარ პირობებში სხვა პრეზიდენტობის კანდიდატებთან შედარებით, იმის გამო, რომ შ. ნათელაშვილი არ მიიჩნიეს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად მან ვერ მიიღო უფასო საეთერო დრო, ვერ შეძლო თავისი პროგრამის ამომრჩევლებამდე მიტანა. ხდებოდა პარტიის წევრებზე ზეწოლა და დაშინება, (ერთ-ერთ საქმეზე აღიძრა კიდეც სისხლის სამართლის საქმე), არ ჰყავდა კომისიის წევრები და წარმომადგენლები ანუ წინასაარჩევნო პერიოდიც და არჩევნების დღეც შეგნებულად წარიმართა ნათელაშვილის კანდიდატურის წინააღმდეგ, რათა ამომრჩეველი ვერ მისულიყო ხმის მისაცემად, ხოლო თუ მივიდოდა მომხდარიყო ხმების არასწორი დათვლა და გაყალბება, ხოლო იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატს არ აქვს ფინანსური მხარდაჭერა არ ჰყავს კომისიის წევრები, არც წარმომადგენელი, არ აქვს უფასო საეთერო დრო, შეუძლებელია დაიცვა სრულყოფილად კანონით მონიჭებული უფლებები, მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ნახო რეალური შედეგი. ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება, რის გამოც შედეგები თავიდან უნდა გადათვლილიყო.
რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს მისი ხარვეზების გამოსწორება დღეის მდგომარეობით შეუძლებელია, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ აღჩევნების უკანონობა დაიწყო ჯერ მაშინ, როდესაც პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე გააკეთა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით განცხადება, რომ ,,შალვა ნათელაშვილი ,, მასხარაა'' და ის 1 ან 2 პროცენტს თუ აიღებს არჩევნებში, ის 20 წელია ატყუებს საზოგადოებას'', რამდენად კანონიერია მსგავსი განცხადებების გაკეთება წინასაარჩევნო პერიოდში, თანაც არჩევნებამდე 1 კვირით ადრე პრემიერ-მინისტრის მიერ ამის გადაწყვეტა სასამართლოსთვის მიგვინდია.
დაწვრილებით მოგახსენებთ თითოეულ ოლქში შემავალ უბნებში მომხდარ დარღვევებზე:
22 მარნეულის ოლქში შემავალ საარჩევნო უბნები
1) 22 ოლქის 69-ე საარჩევნო უბანი: ოქმის შედგენის თარიღად მითითებულია 27.10 2013 წელი. დრო- 20 საათი და 00 წუთი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემაჯამებელი ოქმის შედგენა დაიწყო საუბნო კომისიამ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე დაიხურებოდა უბანი და 20 საათისათვის შემაჯამებელი ოქმი უკვე გამზადებული იყო.
2) იმავე ოლქის 14-ე საარჩევნო უბანი: შემაჯამებელი ოქმის მიხედვით მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა იყო 202, ხოლო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა გახლავთ 204, გაურკვეველია საიდან მოიტანა საარჩევნო საუბნო კომისიამ დამატებიტი ბიულეტენები.
3) 22 ოლქის 61 უბანი: პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის გრაფაში 92 ხმის ნაცვლად მითითებულია 192 ხმა, მონაცემები გადასწორებულია, ასევე გადასწორებულია სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობის ციფრიც.
,, საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლის 3 პუნქტის თანახმად ,, აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით“. შეცდომის შემთხვევაში უნდა შემდგარიყო შესწორების ოქმი, რაც რატომღაც არ გაკეთებულა და პირდაპირ შემაჯამებელ ოქმში გაკეთდა შესწორება.
4) იმავე ოლქის 55-ე უბანი: არის მნიშვნელოვანი სხაობა ბალანსში. კერძოდ, მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა დაფიქსირდა 22, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 507, რაც საბოლოო ჯამში იწვევს მნიშვნელოვან სხვაობას, რითაც იკვეთება აშკარა სიყალბე.
5) 41-ე საარჩევნო უბანი: აშკარად მონიშნულია შემაჯამებელ ოქმში პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, რასაც მასიური ხასიათი ჰქინდა აღნიშნული ოლქის უმრავლეს საარჩევნო უბნებში არსებულ შემაჯამებელ ოქმებში.
6) რაც შეეხება იმავე ოლქის 06-ე უბანს: გარდა იმისა, რომ აქაც მინიშნება აქვს გაკეთებული დავით ბაქრაძის კანდიდატურას, ასევე მდივნის მიერ შემაჯამებელ ოქმში მოხდა მხოლოდ კომისიის წევრების სახელების და გვარების ჩამოწერა, მაგრამ არც ერთი კომისიის წევრი ხელს არ აწერს შემაჯამებელ ოქმს. რითაც დარღვეულია ,,საარჩევნო კოდექსის“ 71-ე მუხლის 4 პუნქტი , რომლის მიხედვით ,, საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს“.
7) 81-ე უბანზე: საუბნო კომისიამ ისე შეავსო შემაჯამებელი ოქმი, რომ საერთოდ არ მიუთითა შედგენის თარიღი და ზუსტი დრო რასაც იმპერატიულად მოითხოვს ,,საარჩევნო კოდექსის“ 71- ე მუხლის 3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტი ,,კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და დრო’’.
8) იგივე პრობლემა იყო 50-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ასევე არ ჩაწერეს შემაჯამებელი ოქმის შედგენის თარიღი და დრო, აქვე დავამატებ იმავე დარღვევით 59-ე, 72-ე უბნებს, სადაც იდენტური პრობლემაა.
9) იმავე ოლქის 80-ე უბანში: მართალია დრო და თარიღი მიუთითეს შემაჯამებელ ოქმში, მაგრამ არ არის კომისიის წევრების ხელის მოწერა, რასაც კომისიის წევრებს და თავმჯდომარეს ავალდებულებს საარჩევნო კოდექსის’’ 71-ე მუხლის 4 პუნქტი ,, საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. ოქმი დამოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით’’.

10) იმავე ოლქის 74-ე უბანში საერთოდ კომისიის თავმჯდომარემ არ მოაწერა ხელი შემაჯამებელ ოქმს რაც სცილდება ყოველგვარ სამართველბივ ჩარჩოებს.
11) 18-ე, 76-ე, 77-ე და 83-ე საარჩევნო უბნებზე იყო დისბალანსი შედეგების შეჯამების დროს რაც აისახა კიდეც შემაჯამებელ ოქმში. აშკარა დისბალანსია შედეგების შეჯამებისას.

67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალი უბნები
1. 67-ე ოლქის მრავალ უბანში, (თვალსაჩინოებისათვის მოგახსენებთ რამოდენიმეს: ეს გახლავთ 06-ე, 07-ე, 08-ე,45-ე, 47-ე, 85-ე, 86-ე, 103-ე, 106-ე, 107-ე, 108-ე, და სხვა მრავალი) შემაჯამებელ ოქმში აშკარად მონიშნულია პრეზიდენტობის ერთერთი კანდიდატი- დავით ბაქრაძე, რასაც მასიური ხასიათი ჰქინდა აღნიშნული ოლქის უმრავლეს საარჩევნო უბნებში არსებულ შემაჯამებელ ოქმებში. რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს არჩევნების კანონიერად ჩატარებაში და იძლევა იმის ვარაუდის დიდ ალბათობას რომ ადგილი ჰქონდა მასიურ გაყალბებას.
2. იმავე ოლქის 32-ე საარჩევნო უბანი: გარდა იმისა, რომ აქაც ტრადიციულად მონიშნული იყო დავით ბაქრაძის კანდიდატურა, ასევე დაირღვა ,, საარჩევნო კოდექსის“ 71- ე მუხლის 3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის მოთხოვნები, კერძოდ შემაჯამებელ ოქმზე არ არის მითითრებული ოქმის შედგენის დრო და თარიღი, არც კომისიის ბეჭდის ნომერი, რაც მნიშვნელოვანი დარღვევაა.
3. იგივე პრობლემა არის იმავე ოლქის 100-ე და 102-ე უბანებში, აქაც არ არის მითითებული არც შემაჯამებელი ოქმის შედგენის ზუსტი დრო და თარიღი და არც კომისიის ბეჭდის ნომერი.
4. რაც შეეხება 50-ე უბანს აქ შემაჯამებელი ოქმი შედგენილია მრავალი დარღვევის ფონზე, ჯერ ის რომ აქაც ტრადიციულად მონიშნულია დავით ბაქრაძე, ასევე არ არის მითითებული ოქმის შედგენის დრო, ხოლო რაც შეეხება თარიღს მითითებულია 27.7 ეტყობა აღნიშნული შემაჯამებელი ოქმი 27 ივლისში შეადგინეს და ეხლა გამოაჩინეს. კომისიის მდივანმა ესეც არ იკმარა და პირდაპირ ოქმში შეიტანა შესწორებები, როგორც ჩანს დავით ბაქრაძეს დააკლდა ხმები და მოხდა მისი მონაცემების გადასწორება, ხოლო შესწორების ოქმის შედგენა არავის არ უფიქრია. დარღვეულია ,, საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლის 3 პუნქტისა ,, აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით“ შეცდომის შემთხვევაში უნდა შემდგარიყო შესწორების ოქმი, რაც არ გაკეთებულა და პირდაპირ შემაჯამებელ ოქმში გაკეთდა შესწორება.
82-ე შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1). 82 –ე ოლქში შემავალ მრავალ უბანში იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში, მაგრამ ამაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა, სამწუხაროდ ლეიბორისტულ პარტიას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჰყავდა თავისი წარმომადგენლები უბნებზე, რის გამოც დროულად ვერ მოვახერხეთ შედეგების გაცნობა და კონონით დადგენილი 3 დღიან ვადაში მათი საოლქო კომისიაში გასაჩივრება, მაგრამ თვალსაჩინოებისათვის წარმოგიდგენთ 03-ე საარჩევნო უბანზე შედგენილ შემაჯამებელ ოქმს. ოქმი შედგენილია ყოველგვარი ბალანსის გარეშე, ანუ დისბალანსია 100 ხმაში, რაც სერიოზულ ეჭვს ბადებს არჩევნების ობიექტურობაში, რადგან ერთ უბანზე 100 დაკარგული ხმა არც თუ ისე უმნიშვნელო დისბალანსია. ასეთი სიტუაცია იყო უმრავლეს უბნებში.
15-ე ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1). 15-ე ლაგოდეხის საარჩევნო საოლქო კომისიის 28 -ე უბნის შემაჯამებელ ოქმში გადასწორებულია მონაცემები დავით ბაქრაძის გრაფაში, ანუ ზუსტად არ იკითხება დავით ბაქრაძემ მიიღო 254 ხმა თუ 295 ხმა. დათვლის შედეგად არც ერთი მონაცემი არ იძლევა ზუსტ ბალანსს, რის გამოც გაურკვეველია სინამდვილეში რამდენი ხმა მიიღო თითოეულმა კანდიდატმა, რაც მოწმობს, რომ უბანზე მოხდა გაყალბება, აქაც დარღვეულია აქაც დარღვეულია ,,საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლის 3 პუნქტი.
2). 15-ე, 18-ე საარჩევნო უბანების შემაჯამებელ ოქმებში აშკარად მონიშნულია პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, რასაც მასიური ხასიათი ჰქინდა აღნიშნული ოლქის უმრავლეს საარჩევნო უბნებში არსებულ შემაჯამებელ ოქმებში, რაც ასევე ეჭვების საფუძველს იწვევს, რომ მოხდა მასიური გაყალბება აღნიშნულ ოლქში.
3) ასევე უბნების შემაჯამებელ ოქმებში არ ჯდებოდა ბალანსი, რაზეც კომისიის მდივანს არ გაუკეთებია არანაირი ახსნა განმარტება და არ შემდგარა შესწორების ოქმი, რასაც ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა, ეს უბნებია 10-ე უბანი, 30-ე უბანი.

12-ე გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები

1. 12 ოლქის 33-ე საარჩევნო უბანი: პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის გრაფაში მონაცემები გადასწორებულია, რითაც დაირღვა ,, საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლის 3 პუნქტი, აღნიშნულ ოლქში შემავალ მრავალ საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში მონიშნულია პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, რასაც მასიური ხასიათი ჰქინდა აღნიშნული ოლქის უმრავლეს საარჩევნო უბნებში, მაგალითისთვის წარმოგიდგენთ რამოდენიმე ესეთ შემაჯამებელ ოქმს: 32- ე, 26-ე, 19-ე, 04-ე, 34-ე და სხვა მრავალი. რაც გვაძლევს იმის საფუძვლიანი ვარაუდის უფლებას, რომ მოხდა არჩევნების შედეგების მასიური გაყალბება.
2. რაც შეეხება 01 უბანს აქაც მოხდა მონაცემების გადასწორება 12 საათისთვის მოსული ამომრჩევლების გრაფაში გადასწორებულია მონაცემები რითაც დაირღვა ,, საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლის 3 პუნქტი.

20-ე რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები

1. 20-ე რუსთავის საარჩევნო საოლქო კომისიის უმრავლეს საარჩევნო უბანის შემაჯამებელ ოქმში, ასევე მონიშნულია პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, რასაც მასიური ხასიათი ჰქინდა აღნიშნული ოლქის უმრავლეს საარჩევნო უბნებში არსებულ შემაჯამებელ ოქმებშიც. მაგალითისთვის წარმოგიდგენთ რამოდენიმე ასეთ შემაჯამებელ ოქმს: 17-ე, 60-ე, 70-ე, 77-ე, 80-ე საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები და სხვა. რაც აკრძალულია კანონით და ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ აღნიშნულ ოლქშიც მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება.
2. გარდა აღნიშნულისა იმავე ოლქის 55-ე უბანზე ოქმში დარღვეულია ბალანსი და თან ახლავს უცნაური ახსნა განმარტებითი ბარათი, რომლიდანაც ზუსტი აზრის გამოტანა შეუძლებელია, ანუ გაურკვეველია რა უნდოდა ეთქვა აღნიშნული ახსნა განმარტებით კომისიის მდივანს, საეჭვო ის არის, რომ ამ ახსნა განმარტების ბარათს ხელს აწერს ყველა კომისიის წევრი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ახსნა განმარტებას მაშინ უფრო სერიოზულ დისბალანსამდე მივდივართ.
30 -ე კასპის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1). 30-ე ოლქში შემავალი უმრავლეს საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში ასევე მონიშნულია პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, რასაც მასიური ხასიათი ჰქინდა ამ ოლქის უმრავლეს საარჩევნო უბნებშიც. მაგალითისთვის წარმოგიდგენთ რამოდენიმე ასეთ შემაჯამებელ ოქმს: 04-ე, 07-ე, 17-ე, 21-ე, 26-ე, 31-ე.
2) .გარდა აღნიშნულისა 26-ე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის შედგენის თარიღად მითითებულია 10 საათი 00 წუთი, რაც ასევე გაურკვეველია, როგორ მოახერხა საარჩევნო კომისიამ დილის 10 საათზე შედეგების შეჯამება და დათვლა.
3. რაც შეეხება იმავე ოლქის 31-ე უბანს შევსების დროდ მითითებულია 13 საათი და 15 წუთი რაც ასევე გაურკვეველია, რადგან ერთიან სიაში მითითებულია, რომ ამ უბანზე რეგისტრირებულია სულ 1476 ამომრჩეველი, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სულ 685 ამომრჩეველმა, გაურკვეველია რატომ დათვალა საბოლოო შედეგები საუბნო კომისიამ 13 საათსა და 15 წუთზე, რაც ეწინააღმდეგება ,,საარჩევნო კოდექსის’’ 60-ე მუხლის 1 პუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ, ,,კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში არჩევნების დღის 8 საათიდან - 20 საათამდე.“ და იმავე კოდექსის 65-ე მუხლის 8 პუნქტს ,, კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე“.
4. გარდა აღნიშნულისა მრავალი უბნის შემაჯამებელ ოქმებში არის დისბალანსი, მაგრამ არ დაწერილა არც ახსნა-განმარტება და არც შესწორების ოქმი, ეს უბნებია: 17-ე ( დისბალანსი 5 ხმა), 07-ე უბანი ( დისბალანსი 1 ხმა) 04-ე უბანი ( დისბალანსი 1 ხმა) , 31-ე უბანი (დისბალანსი 1 ხმა), ეს არის იმ მცირე უბნების ჩამონათვალი რაც ჩვენ მოვიპოვეთ, სამწუხაროდ იმის გამო რომ ჩვენ პარტიას არ ჰყავდა წარმომადგენელბი უბანზე ჩვენ დროულად ვერ მოვიპოვეთ ყველა უბნის შემაჯამებელი ოქმი რის გამოც ისინი ვერ გავასაჩივრეთ კანონით დადგენილ 3 დღიან ვადაში. წარმოგიდგენთ მხოლოდ მცირე რაოდენობის შემაჯამებელ ოქმებს სადაც არ დაჯდა ბალანსი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არც თუ ისე უნმიშვნელო ციფრია რასაც შეუძლია არჩევნების შედეგებზე იქონიოს დიდი გავლენა.
27-ე მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1. 27 ოლქის 31-ე საარჩევნო უბანი: ხმის დათვლა მოხდა არასწორად, შემაჯამებელ ოქმში მონაცემების დისბალანსია, კერძოდ არ ემთხვევა 50 ხმა, რაც საბოლოო ჯამში არც თუ ისე უმნიშვნელო მონაცემია.
2. იგივე პრობლემაა იმავე ოლქის 19-ე უბანში, აქაც დაუბალანსებელია 1 ხმა.
3. რაც შეეხება იმავე ოლქის 25-ე უბანს აქ საერთოდ შემაჯამებელი ოქმის დრო მითითებულია დილის 10 საათი და 00 წუთი, რაც სცილდება ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს.
4. მსგავსი პრობლემაა 13-ე უბანშიც, აქ შემაჯამებელი ოქმის შედგენის დრო ასევე 10 საათი და 00 წუთი გახლავთ და ასევე არის დისბალანსი 1 ხმა.
5. იმავე ოლქის 09-ე უბანზე, უბანის შემაჯამებელ ოქმში მონიშნულია პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, რასაც მასიური ხასიათი ჰქინდა აღნიშნული ოლქის უმრავლეს საარჩევნო უბნებში და არამარტო ამ ოლქის არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ოლქში. ამ უბანში ასევე შემაჯამებელი ოქმი შედგა 10 საათსა და 30 წუთზე ანუ გამოდის რომ დილი 11 ნახევარზე ოქმი უკვე შედგენილი იყო.
6. 11-ე საარჩევნო უბანზე საერთოდ არ არის მითითებული ოქმის შედგენის დრო, ასე რომ გვრჩება მარტო ვარაუდის დონეზე ვიმსჯელოდ როდის შედგა ოქმი, არადა აუცილებლად უნდა იქნეს შემაჯამებელ ოქმში მითითებული ოქმის შედგენის თარიღი და ზუსტი დრო რასაც იმპერატიულად მოითხოვს ,,საარჩევნო კოდექსის“ 71- ე მუხლის 3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტი.
14-ე დედოფლისწყარის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები

1. 14 ოლქის 01 საარჩევნო უბანი: დაიწერა საჩივარი სადაც მითითებულია, რომ აღნიშნულ ოლქში შემავალ მრავალ უბანში არის დისბალანსი შედეგების შეჯამებისას, ეს უბნებია: 1, 2-ე, 10-ე, 14-ე, 17-ე, 18-ე, 21-ე, 23-ე, სადაც მითითებულია, რომ სააჩევნო უბანზე მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არის 760 ამომრჩეველი, რაც დაჯამების შედეგად არ ემთხვევა და გამოდის 754 ამომრჩეველი, ანალოგიური სიტუაციაა ყველა ჩამოთვლილ უბანშიც, მაგრამ კანონის შესაბამისად კომისიის მდივანს არ დაუწერია ახსნა განმარტება და არც შესწორების ოქმი.
2. აღნიშნულ ოლქში შემავალ მრავალ საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში, ასევე მონიშნულია პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, რასაც მასიური ხასიათი ჰქონდა აღნიშნულ ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებში. მაგალითისთვის წარმოგიდგენთ რამოდენიმე ესეთ შემაჯამებელ ოქმს: 03-ე, 10-ე, 17-ე, 18-ე, და სხვა მრავალი. რაც გვაძლევს იმის საფუძვლიანი ვარაუდის უფლებას, რომ აქაც მოხდა არჩევნების შედეგების მასიური გაყალბება.
3. გარდა აღნიშნულისა 03-ე უბნის შემაჯამებელი ოქმის შევსების დროდ მითითებულია 12 საათი 00 წუთი რაც ასევე გაურკვეველია, რადგან ერთიან სიაში მითითებულია, რომ ამ უბანზე რეგისტრირებულია სულ 1361 ამომრჩეველი, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სულ 702 ამომრჩეველმა, გაურკვეველია რატომ დათვალა საბოლოო შედეგები საუბნო კომისიამ 12 საათსა და 00 წუთზე, რაც ეწინააღმდეგება ,,საარჩევნო კოდექსის’’ 60-ე მუხლის 1 პუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ ,, კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში არჩევნების დღის 8 საათიდან 20 საათამდე.“ და იმავე კოდექსის 65-ე მუხლის 8 პუნქტს ,, კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე“.
4. იგივე პრობლემაა იმავე ოლქის 21-ე უბანზე, სადაც შემაჯამებელი შედეგები დათვლილია 11 საათსა და 00 წუთზე.

11 -ე საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები

1. 11 ოლქის 28-ე საარჩევნო უბანი: მთელი დღის განმავლობაში უბანზე მდგომარეობა იყო დაძაბული, ადგილი ჰქონდა კომისიის წევრებზე და წარმომადგენლებზე ფსიქოლოგიურ ზეწილას, რაც აღინიშნა კიდეც ერთ ერთი წევრის მიერ შემაჯამებელი ოქმის განსხვავებული აზრის გრაფაში.
2. 11-ოლქში შემავალი უმრავლეს საარჩევნო უბანის შემაჯამებელ ოქმში ასევე მონიშნულია პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, მაგალითისთვის წარმოგიდგენთ 08-ე და 31-ე, საუბნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებს. რაც აკრძალულია კანონით და ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ არჩევნებში მოხდა ტოტალური გაყალბება. 08-ე უბანზე, ასევე შემაჯამებელი ოქმის შედგენის დრო მითითებულია დღის 11 საათი და 5 წუთი. ,,საარჩევნო კოდექსის“ 71- ე მუხლის 3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტით არის განსაზღვრული, რომ აუცულებლად მითითებული უნდა იყოს შემაჯამებელი ოქმის შედგენის ზუსტი დრო, ხოლო თუ აღნიშნულ უბანში შემაჯამებელი ოქმის შედგენა დაიწყო დილის 11 საათზე მაშინ რა სამართლიან შედეგებზეა საერთოდ საუბარი.
36-ე ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1. 36 ოლქის 20-ე საარჩევნო უბანი: აქაც შემაჯამებელ ოქმში აშკარად მონიშნულია პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე. იგივე დარღვევაა 43-ე უბნის შემაჯამებელ ოქმშიც, მინიშნულია დავით ბაქრაძე, ანალოგიური დარღვევა 08-ე უბანზე, მაგრამ ამ უბანზე გარდა აღნიშნული დარღვევისა ასევე ოქმის შედგენის დროდ მითითებულია 10 საათი და 50 წუთი ,,საარჩევნო კოდექსის“ 71- ე მუხლის 3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტით არის განსაზღვრული, რომ აუცულებლად მითითებული უნდა იყოს შემაჯამებელი ოქმის შედგენის ზუსტი დრო, ხოლო თუ აღნიშნულ უბანში შემაჯამებელი ოქმის შედგენა დაიწყო დილის 10 საათსა და 50 წუთზე, მაშინ რა სამართლიან შედეგებზეა საუბარი.
2. ასევე პრობლემა იყო როგორც სხვა მრავალ უბანში და ოლქში შემაჯამებელი ოქმის ბალანშიც, რადგან მრავალ უბანში იყო დისბალანსი შედეგების შეჯამებისას, კერძოდ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ შემდეგი უბნები: 23-ე უბანი (დაუბალანსებელი 1 ბიულეტენი), აქაც მონიშნულია ბაქრაძის კანდიდატურა, 43-ე უბანი (სხვაობა 6 ბიულეტენი), 23-ე უბანი ( სხვაობა 1 ბიულეტენი), 19-ე უბანი ( სხვაობა 1 ბიულეტენი), 09-ე უბანი (სხვაობა 1 ბიულეტენი), 35-ე უბანი (სხვაობა 1 ბიულეტენი), 33-ე უბანი (სხვაობა 1 ბიულეტენი), 27-ე (სხვაობა 1 ბიულეტენი), 24-ე უბანი (სხვაობა 1 ბიულეტენი), 12-ე (სხვაობა 1 ბიულეტენი), 11-ე (სხვაობა 1 ბიულეტენი), 07-ე ( სხვაობა 1 ბიულეტენი). რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ დიდ სხვაობას აღნიშნავს და სახეზეა ხმების თავიდან გადათვლის აუცილებლობა.
3. ასევე მონიშნულია დავით ბაქრაძის კანდიდატურა 06-ე, 38-ე , 33-ე,14-ე, 16-ე უბნიებს შემაჯამებელ ოქმებში.
4. რაც შეეხება იმავე ოლქის 13-ე უბანს აქ შემაჯამებელი ოქმის შევსების დროდ მონიშნებულია 11 საათი და 10 წუთი. როგორც არაერთხელ ავღნიშნეთ ,,საარჩევნო კოდექსის“ 71- ე მუხლის 3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტით არის განსაზღვრული, რომ აუცულებლად მითითებული უნდა იყოს შემაჯამებელი ოქმის შედგენის ზუსტი დრო, ხოლო აღნიშნულ უბანში შემაჯამებელი ოქმი შედგენა დაიწყო დილის 11 საათზე.
5. 16- ე უბანზე არ კმაროდა ის, რომ მინიშნება არის გაკეთებული დავით ბაქრაძის კანდიდატურაზე, ასევე სხვაობაა დათვლაში 5 ბიულეტენში.
6. იმავე ოლქის 17-ე საარჩევნო უბანში შემაჯამებელ ოქმში გადასწორებულია ნინო ბურჯანაძის გრაფაში მონეცემები, მართალია არსებობს შესწორების ოქმი, მაგრამ შესწორების ოქმის დანიშნულება სწორედ ის არის, რომ არ მოხდეს ოქმში გადასწორება რაც ამ შემთხვევაში დაირღვა კერძოდ დარღვეულია, ,,საარჩევნო კოდექსის’’ 70-ე მუხლის 3 პუნქტისა ,, აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით“
7. 20-ე უბანში შემაჯამებელი ოქმი ასევე შედგენილია დილის 10 საათზე აქაც დარღვეულია ,,საარჩევნო კოდექსის“ 71- ე მუხლის 3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტი. სადაც განსაზღვრულია, რომ აუცილებლად მითითებული უნდა იყოს შემაჯამებელი ოქმის შედგენის ზუსტი დრო. ხოლო თუ აღნიშნულ უბანში შემაჯამებელი ოქმი შედგენა დაიწყო დილის 10 საათზე ეს ცდება ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს, გარდა აღნიშნულისა ხმების შეჯამებისას დისბალანსია 2 ბიულეტენი.
8. 39-ე უბანში ასევე გაკეთებულია შესწორება თავად შემაჯამებელ ოქმში დავით ბაქრაძის გრაფაში, არის შესწორების ოქმი, რითაც დაარღვიეს ,, საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლის 3 პუნქტისა ,, აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით“ შეცდომის შემთხვევაში უნდა შემდგარიყო შესწორების ოქმი, რაც რატომღაც არ გაკეთებულა და პირდაპირ შემაჯამებელ ოქმში გაკეთდა შესწორება. ასევე დისბალანსია 2 ბიულეტენი
9. 06-ე უბნის შედეგებიც როგორც შემაჯამებელი ოქმიდან ჩანს შეჯამდა 10 საათსა და 25 წუთზე რაც როგორც მოგახსენეთ მნიშვნელოვანი დარღვევაა.
79-ე ბათუმი საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1. 79-ე ოლქის 20-ე საარჩევნო უბანი: შემაჯამებელ ოქმში მონიშნულია პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, რასაც მასიური ხასიათი ჰქინდა აღნიშნული ოლქის უმრავლეს საარჩევნო უბნებში. რაც აკრძალულია კანონით და ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ არჩევნებში მოხდა ტოტალური გაყალბება. ასევე როგორც ყველა უბანზე აქაც იყო დისბალანსი ხმის შეჯამებისას .რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უნდა მოხდეს ხმების გადათვლა.
2. 39-ე უბანში ასევე დისბალანსი -9 ხმა.
3. 40-ე უბანი დაუბალანსებელი- 2 ხმა. მართალია 2 ხმა შეიძლება გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე, მაგრამ როგორც იკვეთება ასეთ დისბალანსს ჰქონდა მასიური ხასიათ საქართველოს მთელი მასშტაბით, ყველა ოლქში შემავალ უბნებში, სადაც არ იყო გამონაკლისი არც ბათუმი. რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.

47-ე მესტიის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1. 47-ე ოლქის 40-ე საარჩევნო უბანი: შემაჯამებელ ოქმში აშკარად მონიშნულია პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, რასაც მასიური ხასიათი ჰქინდა აღნიშნული ოლქის უმრავლეს საარჩევნო უბნებში. რაც აკრძალულია კანონით. გარდა ამისა შემაჯამებელ ოქმში მინიშნებულია ოქმის შედგენის დრო 10 საათი და 10 წუთი ,,საარჩევნო კოდექსის“ 71- ე მუხლის 3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტით .
2. იგივე პრობლემაა 39-ე უბანშიც შემაჯამებელი ოქმის შედგენის დროდ მითითებულია 9 საათი და 10 წუთი.
3. 37-ე უბანი დაუბალანსებელი- 1 ხმა.1 ხმა შეიძლება გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე, მაგრამ როგორც იკვეთება ასეთ დარღვევებს ჰქონდა მასიური ხასიათ საქართველოს მთელი მასშტაბით, ყველა ოლქში შემავალ უბნებში, სადაც არ იყო გამონაკლისი არც მესტია. რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
4. 22-ე უბანი ასევე შედგენილია შემაჯამებელი ოქმი 9 საათსა და 20 წუთზე.
5. იგივე პრობლემაა 31-ე უბანში ოქმი შედგენილია დილის 9 საათზე, 30-ე უბნის ოქმიც შედგენილია დილის 9 საათსა და 05 წუთზე,
6. რაც შეეხება 26-ე უბანს ოქმი შედგენილია 9 საათსა და 23 წუთზე, ასევე აქაც ტრადიციულად მონიშნულია დავით ბაქრაძის კანდიდატურა.
7. 25-ე უბნის შემაჯამებელ ოქმზე საერთოდ არ არის მითითებული ოქმის შედგენის დრო, რაც გვიტოვებს მხოლოდ უფლებას ვივარაუდოდ როდის იქნა შედგენილი ოქმი რითაც პირდაპირ ირღვევა ,,საარჩევნო კოდექსის“ 71- ე მუხლის 3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის მოთხოვნა.
8. 22-ე უბნის შემაჯამებელ ოქმში მითითებულია შედგენის დრო დილის 9 საათი და 20 წუთი.
9. 13-ე უბნის შემაჯამებელ ოქმში გადასწორებულია მონაცემები მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის გრაფაში რაც აკრძალულია ,,საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლის 3 პუნქტისა ,, აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით“ .
10. 12-ე და 14-ე და უბნებს შემაჯამებელ ოქმებში ტრადიციულად მონიშნულია დავით ბაქრაძის კანდიდატურა.
11. ასევე 09-ე უბნის შემაჯამებელ ოქმში არ არის მითითებული ოქმის შედგენის თარიღი და დრო.
12. 02- ე უბნის შემაჯამებელ ოქმში მონიშნულია დავით ბაქრაძე და ასევე დისბალანსია 1 ბიულეტენი.
13. 01-ე უბანში დისბალანსია 2 ბიულეტენი.

33-ე ქარელის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1. 33 ოლქის 01-ე საარჩევნო უბანი: შემაჯამებელ ოქმში მონიშნულია პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, რასაც მასიური ხასიათი ჰქინდა აღნიშნული ოლქის უმრავლეს საარჩევნო უბნებში არსებულ შემაჯამებელ ოქმში რაც აკრძალულია კანონით და ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ არჩევნებში მოხდა ტოტალური გაყალბება. გარდა ამისა შემაჯამებელ ოქმში გადასწორებულია მონაცემები ნინო ბურჯანაძის გრაფაში თანახმად ,, საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლის 3 პუნქტისა ,,აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება.
2. 27-ე უბანში შემაჯამებელ ოქმში ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა უბნის ოქმში მონიშნულია დავით ბაქრაძის კანდიდატურა და ასევე არ არის მითითებული შემაჯამებელი ოქმის შედგენის დრო და თარიღი, რასაც კომისიას ავალდებულებს ,,საარჩევნო კოდექსის“ 71- ე მუხლის 3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტი, ასევე დისბალანსია 1 ბიულეტენი
3. 36-ე უბანი შემაჯამებელ ოქმსი მონიშნულია დავით ბაქრაძე და მითითებულია, რომ შემაჯამებელი ოქმი შედგა დილის 10 საათზე და 30 წუთზე. ასევე საკმაოდ შთამბეჭდავი დისბალანსია 50 ხმა.
4. 38-ე უბანი ტრადიციულად მონიშნულია დავით ბაქრაძე, ოქმი შედგა დილის 9 საათსა და 30 წუთზე, ასევე დისბალანსი 1 ბიულეტენი.
5. 34-ე უბანი- შემაჯამებელ ოქმში დისბალანსი 1 ბიულეტენი. მონიშნულია დავით ბაქრაძე.
6. 22-ე უბანი, მონიშნულია დავით ბაქრაძე, დისბალანსი 2 ხმა.
7. 21-ე უბანი, როგორც ყველგან მონიშნულია დავით ბაქრაძე, დისბალანსი 1 ხმა.
8. 13-ე აქ საკმაოდ შთამბეჭდავი დისბალანსია სხვაობა 43 ხმა.
9. 03-ე და 10-ე, უბნების შემაჯამებელ ოქმში მონიშნულია დავით ბაქრაძე.
10. 08-ე აქაც მონიშნულია დავით ბაქრაძე და 2 ბიულეტენში სხვაობა
11. 05-ე უბნის შემაჯამებელ ოქმში რა საკვირველია მონიშნულია დ. ბაქრაძე და სხვაობა 9 ბიულეტენში, რაზეც არც ახსნა-განმარტება და არც შესწორების ოქმი არ დაწერილა რასაც გვავალებს კანონი.
12. 04-ე უბანი როგორც ყველგან მონიშნულია დ. ბაქრაძე, დისბალანსი 3 ბიულეტენი და არც აქ არ არსებობს რაიმე ახსნა განმარტება ან შესწორების ოქმი.
13. 17-ე უბანი, აღნიშნული უბნის შემაჯამებელი ოქმი საერთოდ სცილდება ყოველგვარ ახსნა განმარტებას ოქმში მითითებულია, რომ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა არის 4 ამომრჩეველი, და გაურკვეველია ამ ფონზე როგორ მიიღო კანდიდატებმა ხმების ის რაოდენობა რაც ასახულია შემაჯამებელ ოქმში, მაგ: დავით ბაქრაძე 22 ხმა, გიორგი მარგველაშვილმა 160 ხმა და ა. შ. აქაც ბუნებრივია მონიშნულია დავით ბაქრაძე.

24-ე დმანისი საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1. 24 ოლქის 39-3 საარჩევნო უბანი: შემაჯამებელ ოქმში აშკარად მონიშნულია პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, რასაც მასიური ხასიათი ჰქინდა, ასევე აღნიშნული ოლქის უმრავლეს საარჩევნო უბნებში და ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა უბანში.
2. 21-ე უბანში შემაჯამებელ ოქმში ასევე მონიშნულია დავით ბაქრაძე, როგორც ყველა სხვა უბანზე და გარდა ამისა არ არის მითითებული ოქმის შედგენის ზუსტი დრო და თარიღი რითაც დარღვეულია ,,საარჩევნო კოდექსის“ 71- ე მუხლის 3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტი.
3. 47-ე საარჩევნო უბანში კი საერთოდ კომისიის მდივანს, თავისი ხელით ჩამოუწერია კომისიის წევრების სახელები და გვარები და არ არის შემაჯამებელ ოქმზე მათი ხელმოწერები, რითაც ირღვევა ,,საარჩევნო კოდექსის 71-ე მუხლის 4 პუნქტი, რომლის მიხედვით ,, საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს“. ასევე დავით ბაქრაძის გასწვრივ არის მინიშნება ,,შესწ“. ხოლო შესწორების ოქმი არ არსებობს.
28-ე დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1. 28 ოლქის 49-ე საარჩევნო უბანი: შემაჯამებელი ოქმის შევსების დროდ მითითებულია დილის 11 საათი და 35 წუთი, საუბნო კომისიამ ვალდებულია ზუსტად მიუთითოს შემაჯამებელი ოქმის შედგენის თარიღი და ზუსტი დრო რასაც იმპერატიულად მოითხოვს ,,საარჩევნო კოდექსის“ 71- ე მუხლის 3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია. ასევე თავად ოქმში გადასწორებულია მონაცემები არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის გრაფაში ,, საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლის 3 პუნქტისა ,,აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით“ მართალია შედგა შესწორების ოქმი, რომლის დანიშნულება სწორედ ის არის, რომ ოქმში აღარ ჩასწორდეს მონაცემები, რითაც ამ შემთხვევაში აზრი დაკარგა შესწორების ოქმმა, რადგან შესწორება შევიდა თავად ოქმშიც.


41-ე ნინოწმინდას საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1. აქაც 33-ე უბანზე ტრადიციულად მონიშნულია დავით ბაქრაძე, ასევე არ არის მინიშნებული შევსების დრო, დარღვეულია ,,საარჩევნო კოდექქსის’’ მოთხოვნ, რომ შემაჯამებელ ოქმში უნდა იყოს მითითებული მისი შედგენის თარიღი და ზუსტი დრო, რასაც იმპერატიულად მოითხოვს ,,საარჩევნო კოდექსის“ 71- ე მუხლის 3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტი.
2. 06-ე, 09-ე, უბანზეც მონიშნულია დ. ბაქრაძე .
3. 16-ე უბანი, გადასწორებულია მონაცემები ნინო ბურჯნაძის გრაფაში, რასაც კრძალავს საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლის 3 პუნქტისა ,,აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება.“ ასეთ შემთხვევაში როგორც არაერთხელ ავღნიშნე უდა შემდგრარიყო შესწორების ოქმი და არა პირდაპირ ოქმში მოეხდინათ შესწორება.
4. იგვე პრობლემაა 22-ე უბანზე აქაც დარღვეულია იგივე ნორმა, გადასწორებულია მონაცემები კვლავ რატომღაც ნინო ბურჯანაძის გრაფაში, რაც ასევე საფუძვლიან ეჭვს ბადებს არჩევნების მიუკერძოებლობაში.

21-ე გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1. 21-ე ოლქის მრავალ უბანში, (თვალსაჩინოებისათვის მოგახსენებთ რამოდენიმეს: 05-ე, 06-ე, 07-ე, 09-ე, 11-ე, 12-ე, 13-ე, 19-ე, 20-ე, 21-ე, 23-ე, 25-ე, 28-ე, 30-ე, 32-ე, 33-ე, 35-ე, 37-ე, 38-ე, 40-ე, 42-ე, 43-ე, 44-ე, 45-ე, 47-ე, 50-ე, 52-ე, 54-ე, 55-ე, 57-ე, 62-ე და სხვა მრავალი) აშკარად მონიშნულია შემაჯამებელ ოქმში პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, რასაც როგორც მოგახსენეთ მასიური ხასიათი ჰქონდა აღნიშნული ოლქის უმრავლეს საარჩევნო უბნებში არსებულ შემაჯამებელ ოქმში .
2. 45-ე უბანი (იმავე ოლქის) იმის გარდა რომ მონიშნულია დ. ბაქრაძე, ასევე შემაჯამებელ ოქმში არ არის დაფიქსირებული დრო და რიცხვი თუ როდის შედგა ოქმი. ,,საარჩევნო კოდექსის“ 71- ე მუხლის 3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის მოთხვნა .
3. ანალოგიური პრობლემაა 14-ე უბანშიც, არ არის დაფიქსირებული ოქმის შედგენის დრო და რიცხვი.
4. 56-ე უბანში კი საერთოდ კომისიის მდივანს ჩამოუწერია მხოლოდ კომისიის წევრების სახელები და გვარები, მაგრამ არც ერთ მათგანს არ აქვთ ხელი მოწერილი შემაჯამებელ ოქმზე რაც უბნის შედეგების ბათილად ცნობის პირდაპირი საფუძველია. თანახმად ,,საარჩევნო კოდექსის 71-ე მუხლის 4 პუნქტისა, რომლის მიხედვით ,, საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს“.
5. გარდა აღნიშნულისა, მრავალ საარჩევნო უბანში შეჯამებისას აღმოჩნდა დისბალანსი, რაზეც შესაბამისად არ შემდგარა არც შესწორების ოქმი და არც ახსნა განმარტება დაუწერია კომისიის მდივანს, მაგალითისთვის : 21-ე უბანი (დისბალანსი 3 ბიულეტენი); 29-ე უბანი (დისბალანსი 1 ბიულეტენი), 11-ე უბანი (1 ბიულეტენი), 10-ე უბანი (1 ბიულეტენი), 05-ე უბანი (1 ბიულეტენი), 44-ე უბანი (1 ბიულეტენი). 03-ე უბანი (1 ბიულეტენი), რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს საკმაოდ დიდ ციფრს.

38-ე ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1. აღნიშნულ ოლქში ასევე იყო პრობლემა იმისა, რომ მონიშნული იყო დ. ბაქრაძის კანდიდატურა, რადგან სასამართლომ ნახა აღნიშნულის დამადასტრებელი უამრავი მტკიცებულება, მაკულატურით ვეღარ შეგაწყენთ თავს და მაგალითისთვის წარმოგიდგენთ 07-ე უბნის შემაჯამებელ ოქმს.
2. იგივე პრობლემაა 02-ე უბანზეც, მაგრამ აქ ასევე გაურკვეველია პრზიდენტობის კანდიდატმა აკაკი ასათიანმა მიიღო ხმა თუ არა, მონაცემი გადასწორებულია, რაც როგორც არაერთხელ ავღნიშნეთ კაკონის დარღვევაა.

60-ე ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
ოზურგეთის 49-ე უბანში კი საერთოდ მოხდა დანაშაული, რაც ვფიქრობთ არა მარტო ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის საქმეცაა და სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესებულიყვნენ აღნიშნული საკითხით. თუ ნახავთ აღნიშნული ოლქის 49-ე უბანის შემაჯამებელ ოქმს სახეზეა ორი აბსოლუტურად განსხვავებული შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც არის აშკარად სხვადასხვა მონაცემები, კერძოდ ვისაუბროთ შალვა ნათელაშვილზე, მას ერთ შემაჯამებელ ოქმში მიღებული აქვს 507 ხმა, ხოლო მეორეში 7 ხმა, რაც არც თუ ისე უმნიშვნელო სხვაობაა ერთი უბნისთვის. ნინო ბურჯანაძის გრაფა აშკარად გადასწორებულია და დაწერილი აქვს 54 ხმა, ხოლო მეორე ოქმში მას აქვს მიღებული მხოლოდ 4 ხმა, თანაც მონიშნულია ოქმში მისი კანდიდატურა. თუ შეადარებთ ოქმებს ისინი ადენტურია, დანარჩენი ვთხოვეთ ადმინისტრაციულ კოლეგიას თავად გაერკვია თუ რატომ არის ერთ საარჩევნო უბანში 2 შემაჯამებელი ოქმი და აბსოლუტურად სხვადასხვა მონაცემებით და არის თუ არა ეს დანაშაული, ანალოგიური სიტუაცია იყო ამ ოლქში შემავალ უმრავლეს უბნებში, მაგრამ სასამართლომ არათუ გაარკვია, არამედ საერთოს ყურადღება არ გაამახვილა აღნიშნულ დარღვევაზე.

52-ე ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1. არც ბაღდათის ოლქი გამოირჩეოდა კანონმორჩილებით, ავიღოთ 24-ე უბანი, აქაც სავარაუდოა თუ როდის შეადგინა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი არც დრო და არც თარიღი მითითებული არ არის, იქნებ წინა თვეში შედგენილი ოქმია? ეს მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოზეა, სწორედ მას უნდა დაემტკიცებინა სასამართლო პროცესზე რატომ არ არის მითითებული კენჭისყრის დღე ან იქნებ აქაც სხვა უბნებისავით დღის 11 საათზე დაიხურა უბანი, მაგრამ სასამართლო არც ამ საკითხით დაინტერესდა და არ გამიკვლია, შესაბამისად მოპასუხემაც არ შეიწუხა თავი რაიმე ახსნა-განმარტება გაეკეთებინა აღნიშნულ საკითხზე.
2. ანალოგიური და კიდევ უარესი მდგომარეობა იყო 03-ე უბანში. აქ რიცხვი მითითებულია 10. 30 ასეთ რიცხვში 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა და გასარკვევია, რომელი დროის ოქმთან გვაქვს საქმე, ხოლო საათის მითითებაზე არც აქ შეუწუხებიათ თავი, რითაც დაარღვიეს ,,საარჩევნო კოდექსის“ 71- ე მუხლის 3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტი.

23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1). არც ბოლნისი დარჩენილა დარღვევების და გაყალბების გარეშე, ისევე როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით აქაც ტრადიციულად არის მითითებული დ. ბაქრაძის კანდიდატურა მაგალითისთვის წარმოგიდგენთ: 25-ე, 23-ე, უბნების შემაჯამებელ ოქმებს.
2.) ხოლო რაც შეეხება იმავე ოლქის 20-ე უბანს, აქ რატომრაც არჩევნები შეაჯამეს დილის 11 საათსა და 05 წუთზე მიუხედავად იმისა რომ უბანზე მოსასვლელი იყო 1392 ამომრჩეველი და მოვიდა მხოლოდ 501.
84-ე ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
ხულოშიც გაყალბდა არჩევნები რასაც მოწმობს დავით ბაქრაძის მინიშნების ტრადიცია აქაც წარმოგიდგენთ მტკიცებულების სახით 01-ე, 04-ე, 06-ე, 09-ე უბნების შემაჯამებელ ოქმებს.
48-ე ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1. 48-ე ოლქში შემავალ თითქმის ყველა უბანზე ხმების დათვლის დროს აღმოჩნდა საშინელი დისბალანსი, რაც საკმაოდ სოლიდური ხმების რაოდენობას მოიცავს, კერძოდ მაგალითად 05-ე უბანი, დაანგარიშების დროს დაკარგულია 101 ხმა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია ერთი უბნისათვის.
2. აქაც ტრადიციულად დისბალანსის გარდა შემაჯამებელ ოქმებში მონიშნულია დავით ბაქრძის კანდიდატურა. ორივე დარღვევა ერთად მოწმობს, რომ აღნიშნულ ოლქშიც მოხდა ტოტალური გაყალბება.

06-ე ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1. ასევე დარღვევების გარეშე არ ჩაუვლია 2013 წლის არჩევნებს არც ყაზბეგში, მაგალითად 06-ე უბანში ჯერ ერთი რომ იქსის (X) მაგივრად გრაფები რატომღაც შევსებულია ზეტით (Z), მაგრამ მარტო ეს დარღვევა რომ ყოფილოყო ამაზე ნამდვილად არ გვექნებოდა პრეტენზია, მაგრამ შემაჯამებელ ოქმში არ არის მითითებული არც მისი შედგენის რიცხვი არც დრო და არც კომისიის ბეჭდის ნომერი რაც მნიშვნელოვანი დარღვევაა და უბნის ბათილობის რეალური საფუძველია.
2. იგივე პრობლემაა 10-ე ნუბანშიც რაც ასევე გასაუქმებელია. არ კმაროდა ის, რომ არ არის მითითებული არც დრო არც რიცხვი, მაგრამ არ დაავიწყდათ რომ მოენიშნათ დავით ბაქრაძე.

25-ე წალკის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1. წალკის 15-ე უბანში ასევე ტრადიციულად მონიშნულია პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, რაც მოწმობს რომ გაყალბებას აქაც ქონდა ადგილი.
3. 43-ე უბანში კი არ მიუთითეს შემაჯამებელი ოქმის შედგენის თარიღი, რის გამოც გვრჩება მხოლოდ ვარაუდის უფლება ვივარაუდოდ როდის შედგა აღნიშნული ოქმი. დაირღვა ,,საარჩევნო კოდექსის“ 71- ე მუხლის 3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტი.

18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები

1. 01-ე უბანში გადასწორებულია შემაჯამებელი ოქმის შედგენის დრო, ასევე არასწორადაა დათვლილი შედეგები, დისბალანსი 1 ხმა
2. 05-ე უბანი, ტრადიციულად მონიშნულია დავით ბაქრაძე.
3. 09-ე უბანში ორივე დარღვევა ერთად, გადასწორებულია შემაჯამებელი ოქმის შედგენის დრო და მონიშნულია დ. ბაქრაძე

47-ე მესტიის , 45-ე ცაგერის, 113-ე გლდანის 15-ე საჩ ხერის საოლქო საარჩევნო კომისიებში შემავალი უბნების დარღვევები
იმის დასადასტურებლად, რომ საქართველოს მთელი მასშტაბით მოხდა არჩევნების გაყალბება ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი მეთოდით გარდა იმ შემაჯამებელი ოქმებისა, რომლებიც ისედაც დიდი რაოდენობისაა მაგალითისთვის წარმოგიდგენთ სხვა ოლქების შემაჯამებელ ოქმებსაც ესენია: მესტია, ცაგერი, გლდანი, საჩხერე. მაგალითად ავიღოთ გლდანის 10-ე უბანი, სადაც მონიშნულია დავით ბაქრაძე, ასევე გადასწორებულია მონაცემები ნინო ბურჯანაძის გრაფაში, მაგრამ უბანზე არ დაწერილა არც ერთი საჩივარი, არ არის მითითებული არც ოქმის შედგენის დრო არც თაროღი, მაგრამ ყველამ აღნიშნული ოქმი ჩათვალა დამაკმაყოფილებლად და უფრო მეტიც სამაგალითოდ, ასევე ავიღოთ ცაგერის 06-ე უბანი აქაც აშკარად მონიშნულია დ. ბაქრაძე, არ შეიძლება რომ ეს არ დაინახოს ადამიანმა, მაგრამ დღემდე ლეიბორისტული პარტიის გარდა ამაზე რეაგირება არავის არ მოუხდენია ამას ჩვენს გარდა ვერავინ ამჩნევს. მაგალითისთვის მესტიის 09-ე უბანი აქაც არ შეიძლება არ დაინახო, რომ მონიშნულია დავით ბაქრაძე და ასევე არ არის მითითებული ოქმის შედგენის დრო და თარიღი, მაგრამ არც ეს არავის არ აინტერესებს, გასაკვირია, მაგრამ საჩხერის 15-ე უბანშიც კი მოუნიშნიათ დავით ბაქრაძე, არჩევნები აქ საერთოდ დილის 8 საათზე დაასრულეს, რომ ვივარაუდოთ და ვთქვათ, რომ შეეშალათ და საღამოს 8 საათი უნდა დაეწერათ არც ეს არ ჯდება არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში, როგორ მორჩა კომისია ხმის დათვლას უკვე 8 საათზე? ესეიგი უბანი დაიხურა მინიმუმ 6 საათზე. არადა 1373 ამომრჩევლიდან მოსილი იყო მხოლოდ 886 ამომრჩეველი, ჩვენ ვერ უპოვეთ ახსნა ამ მდგომარეობას, სასამართლო კი არც დაინტერესებულა გაერკვია ეს საკითხი და როგორც მინიმუმ მოპასუხისათვის შეკითხვა მაინც დაესვა ამასათან დაკავშირებით.
44-ე ამბროლაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1.) 44-ე ოლქში შემავალ მრავალ უბანზე იყო ასევე დარღვევები, კერძოდ ავიღოთ 29-ე უბანი აქაც მონიშნულია დავით ბაქრაძე და არჩევნები დაასრულეს დილის 10 საათსა და 05 წუთზე.
2.) დავით ბაქრაძეა მონიშნული ასევე 28-ე საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმშიც,
3.) ასევე 09-ე უბნის.
4.) იგივე პრობლემაა 18-ე უბანშიც და სხვა მრავალი.
5.) 11-ე უბანზე არ კმაროდა, რომ მონიშნეს დ. ბაქრაძე, ასევე დააფიქსირეს, რომ შემაჯამებელი ოქმი შეადგინეს 09 საათსა და 30 წუთზე.
6.) ზუსტად იგივე პრობლემაა 12-ე უბანშიც.
7.) 17-ე უბანში დისბალანსი 1 ხმა
8.) 14-ე უბანშია არჩევნების შედეგები დილის 10 საათზე დაითვალეს.

25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
1. ავიღოთ 04-ე უბნის შემაჯამებელი ოქმი აქაც მონიშნულია დ. ბაქრაძე, ასევე არის იმის საფუძვლიანი ეჭვი რომ არც აქ ჩაუვლია არჩევნებს გაყალბების გარეშე.
2. 43-ე უბანი, არც აქ წერია შემაჯამებელი ოქმის შედგენის დრო და რიცხვი, მხოლოდ უნდა ვივარაუდოდ, რომ ყველაფერი მოხდა კანონის ფარგლებში და კანონით დადგენილ დროში.
3. 16-ე უბანი, აქ ტრადიციულად მონიშნულია დ. ბაქრაძე და ასევე არ შეიწუხეს თავი დაეწერათ როდის დაითვალეს ხმები.

43-ე ონის წალკის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების დარღვევები
ონში ასევე ყველა უბნის შემაჯამებელ ოქმში მონიშნეს დ. ბაქრაძის კანდიდატურა მაგალითისთვის 03-ე უბანი, 13-ე, 14-ე, 16-ე, 22- უბნები.
14-ე უბანში ასევე არ მიუთითეს ოქმის შედგენის დრო და გადასწორებულია ზურაბ ხარატიშვილის გრაფა.

შეჯამებისას შეიძლება თავისუფლად გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა, რასაც მასიური ხასიათ ჰქონდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყველა საარჩევნო უბანში და შესაბამისად ოლქშიც, ესენია: დაუზუსტებელი საარჩევნო სიები, არაკვალიფიციური კომისიის წევრები, დაუხვეწავი და უსამართლო საარჩევნო კანონმდებლობა, კანდიდატთა არათანაბარი პირობები. არჩევნების შედეგები არ იყო თანმიმდევრული და გამჭვირვალედ მიღებული. სახელმწიფომ არ გაატარა ადეკვატური პროცედურული მექანიზმები ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად. შედეგების შეჯამება მოხდა კანონის უზენაესობის მოთხოვნების უგულველყოფით, რასაც შედეგად მოჰყვა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ხმის უფლების წართმევა. საარჩევნო კომისიების შემადგენლობა არ ბალანსდებოდა, საარჩევნო კომისიებიგარე პოლიტიკური წნეხის პირობებში დამოუკიდებლობას ვერ ინარჩუნებდნენ.
ყოველივე აღნიშნული დარღვევების გამო ლეიბორისტულმა პარტიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 12 ნოემბრის 498/2013 განკარგულების და 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ, ბათილად ცნობა და ხმების ხელახლა გადათვლა. პირველი ინსტანციის სასამართლოში ლეიბორისტული პარტიის სარჩელი განიხილა მოსამართლე ნათია ჯორბენაძემ, თავისი გადაწყვეტილებით მან უარი გვითხრა სარჩელის დაკმაყიფილებაზე (15.11.2013წ ). დაუხვეწავ და სუბიექტურ კანონმდებლობას, სუბიექტურ საარჩევნო უბნებს, ოლქებს და ცესკოს დაემატა სამართლიანი სასამართლოს შეზღუდვის უფლება. იგივე გაიმეორა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც, რომელმაც უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ლეიბორისტულ პარტიას, ასევე უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო პროცესზე მოწვეული იყვნენე მესამე პირები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნას და ერთხმად აღიარეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ადგილი ჰქონდა მთელ რიგ დარღვევებს, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა არც მოსარჩელის, არც მესამე პირების მოსაზრებები და ახსნა-განმარტებები, არც წარმოდგენილი მტკიცებულებები და არც ვიდეო ფირი სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ხდებოდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრა ყოველგვარი პროცედურების დარღვევით და მიიღო სუბიექტური გადაწყვეტილება. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი ერთია, რომ ლეიბორისტულ პარტიას არ გაუსაჩივრებია საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები შესაბამის ოლქში და ამის გამო სასამართლომაც აღარ დააკმაყოფილა მოთხოვნა, თუმცა გაურკვეველია ამ მხრივ სასამართლოს პოზიცია იმ კუთხით, რომ დაუშვათ და არცერთმა საარჩევნო სუბიექტმა არ გაასაჩივრა შემაჯამებელი ოქმი, ნუთუ სახელმწიფო არ უნდა იყოს მოწადინებული და მიზანმიმართული, რომ არჩევნები ჩატარდეს ობიექტურად, ნუთუ უნდა ელოდოს მხოლოდ ლეიბორისტულ პარტიას, მიმართავს თუ არა ის სასამართლოს ან ზემდგომ კომისიას და თუ გაუშვა გასაჩივრების ვადა და არ მიმართა ესეიგი არჩევნებმა სამაგალითოდ ჩაიარა, დაუშვათ და ლეიბორისტული პარტია არ ასაჩივრებს შედეგებს, როგორ შეიძლება სახელმწიფომ ნახოს ესოდენ მნიშვნელოვანი დარღვევები და არ ჰქონდეს რეაგირება და იმის გამო, რომ საარჩევნო სუბიექტმა ვერ გაასაჩივრა ესა თუ ის შემაჯამებელი ოქმი მნიშვნელოვან დარღვევაზე ყურადღება აღარ უნდა გამახვილდეს. სამართლიანი სახელმწიფოს პირობებში თავად სახელმწიფოს ინტერესია, რომ არჩევნები ჩატარდეს ობიექტურად და კანონიერად და ის არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე შეიტანს თუ არა რომელიმე სუბიექტი საჩივარს ამა თუ იმ დარღვევაზე, როდესაც ფიქსირდება ესოდენ მნიშვნელოვანი და მრავალი დარღვევები თავად სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს აღმოფხრვას დარღვევები და ხმების გადათვლა მოხდეს რეალური შედეგებიდან და არა ჩაყრილი და გაყალბებული ბიულეტენებიდან. მაგრამ სასამართლოს ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ მოსარჩელემ ვერ მოახერხა უბნის და ოლქის შედეგების კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრება, რაც საქართველოს სახელმწიფოს აძლევს უფლებას ჩათვალოს, რომ არჩევნები ჩატარდა სამაგალითოდ. სხვა რაიმე არგუმენტი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სასამართლოს არ ჰქონია. ერთადერთი რითაც მოხდა გაყალბების გამართლება იყო ხანდაზმულობის ვადა, რომელიც ლეიბორისტულმა პარტიამ ვერ დაიცვა სწორედ უსამართლო კანონმდებლობის გამო, რადგან როგორც არაერთელ მოგახსენეთ კანონით ჩვენ არ გვქნდა უფლება გვყოლოდა კომისიის წევრი, ასევე იმის გამო, რომ პარტია აღარ ღებულობს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩვენ ვერ შევძელით დაგვეკომპლექტებინა კომისიები წარმომადგენლებით და ბუნებრივია კანონით დადგენილ ვადაში არ ჩაგვბარდა საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები, ხოლო რაც შეეხება საოლქო კომისიების შემაჯამეელ ოქმებს ისინი ჩვენ გამოვითხოვეთ ცესკოდან. ცესკომ თავის მხრივ ისინი უკვე გასაჩივრებისათვის ხანდაზმულ დროში გადმოგვცა, რაც თავიდანვე გამიზნული იყო და ბუნებრივია ძალიან დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი ჩევენ მათ კანომდებლობით დადგენილ 2 დღიან ვადაში ვერ გავასაჩივრებდით, მაშინ როდესაც ისინი ამ ვადის დარღვევით გადმოგვეცა. სასამართლოს გადაწყვეტილებები არ არის თანმიმდევრული და გამჭვირვალედ მიღებული, სასამართლომ არ წარმოადგინა რელევანური და საკმარისი მიზეზები ამ გადაწყვეტილებების დასასაბუთებლად. სახელმწიფომ კი თავის მხრივ ვერ გაატარა ადეკვატური პროცედურული მექანიზმები ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად. უფრო მეტიც სასამართლომ არ მიიღო დამატებითი ღონისძიებები 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესწავლის და გადამოწმებისათვის და მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, რასაც შედეგად მოჰყვა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ხმების უფლების წართმევა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ლეიბორისტული პარტიის მიმართ დარღვეულია როგორც შიდა კანონმდებლობის უამრავი ნორმა, ასევე ევროპის კონვენციის მუხლების მოთხოვნები. კერძოდ,
სასამართლოს გადაწყვეტილებათა შეფასება ევროპის კონვენციის მუხლებთან მიმართებაში:
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მიმართ დარღვეულია ევროპის კონვენციის და მისი დამატებითი ოქმების:
მუხლი 6 ,,საქმის სამართლიანი განხილვის უფლება”
აღნიშნული მუხლის იმპერტიული მოთხოვნაა, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს უფლება მისი საქმე განიხილოს სამართლიანმა სასამართლომ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. სასამართლომ ნაჩქარევად და სუბიექტურად განიხილა საქმე და მიიღო არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ შეაფასა სათანადოდ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უფრო სწორედ, საერთოდ არ მისცა შეფასება წარდგენილ მტკიცებულებებს, სათანადოდ არ შეისწავლა საქმე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთხელ აღნიშნა, რომ საჯარო მოხელეებმა, მოსამართლეებმა და სახელმწოფო სამსახურში მყოფმა სხვა პირებმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ პოლიტიკური ნეიტრალურობა და უზრუნველყონ ყველა კანდიდატის თავისუფალი, თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა. წინამდებარე საქმეში განხილვის საგანია არა ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი კანდიდატის გამარჯვების უფლება, არამედ არჩევნებში ეფექტურად მონაწილეობის უფლება, რა უფლებაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ კანდიდატს შეეზღუდა.
მუხლი 14 ,, დისკრიმინაციის აკრძალვა“
მივიჩნევთ, რომ უსამართლოდ წარმართულმა საარჩევნ პროცესებმა, ლეიბორისტულ პარტიას საშუალება არ მისცა ყოფილიყო თანაბარ პირობებში სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებთან შედარებით და ამრიგად, პოლიტიკური მრწამსის საფუძველზე მოხდა ლეიბორისტული პარტიის დისკრიმინაცია პოლიტიკური შეხედულებების გამო.

საჩივრის საგანთან დაკავშირებული ინფორმაცია
ჩვენი დავა ადმინისტრაციული ხასიათისაა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსაგან მოველით საქმის სამართლიან განხილვას და გთხოვთ:
1.საქართველოს ლეიბორისტული პარტია აღიარებულ იქნას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მსხერპლად. მართალია მსხვერპლის სტატუსი უმეტესად ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, მაგრამ ბოლო პერიოდში დაიშვა შესაძლებლობა, რომ როდესაც საარჩევნო კანონმდებლობით ან ქვეყნის მთავრობის მიერ მიღებული ზომები ზღუდავს ინდივიდუალური კანდიდატის არჩევნებში მონაწლეობის უფლებას, მაშინ შესაბამის პარტიას შეუძლია განაცხადოს მოთხოვნა, რომ აღიარებულ იქნას მსხვერპლად. (#1 პროტოკოლის მე-3 მუხლის საფუძველზე)

2 . დაევალოს მოპასუხეს 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თავიდან გადათვლა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ მოქმედი კანონმდებლობით არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ნადგურდება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადაში, რის გამოც გთხოვთ აღნიშნულ საქმეს მიანიჭოთ პრიორიტეტი და განიხილოთ რიგგარეშე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რომც დააკამყოფილოს ჩვენი მოთხოვნა, მისი შესრულება ხმების გადათვლის ნაწილში ვერ აღსრულდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 41 პრიმა მუხლის თანახმად.

აქვე აღვნიშნავთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარტიის უფლებების დასაცავად თქვენს გარდა არ მიგვიმართავს ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციისათვის.

თუ თქვენს მიერ ლეიბორისტული პარტიის საჩივარი მიღებული იქნება წარმოებაში ამ შემთხვევაში თქვენი მოთხოვნის შესაბამისად ჩემს მიერ დაზუსტებული და დაკონკრეტებული იქნება ჩვენს მიმართ არსებული პროცესუალური დარღვევები. ასევე მოთხოვნის შესაბამისად გადმოგიგზავნით ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სხვა მტკიცებულებებს;
საჩივარს თან ერთვის შემდეგი დოკუმენტების ასლები:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება.

პატივისცემით:

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე

შალვა ნათელაშვილი

http://labour.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30