ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ირაკლი ღარიბაშვილმა “თავისუფალ დემოკრატებს” იუბილე მიულოცა
ირაკლი ღარიბაშვილმა “თავისუფალ დემოკრატებს” იუბილე მიულოცა
16 თებერვალი, 2014 წ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პარტია “თავისუფალი დემოკრატები”-ს დაფუძნებიდან 5 წლისთავის აღასანიშნავ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო.

“5 წლის წინ ამ დღეს ქართული საზოგადოების წინაშე წარსდგა თანამოაზრეთა გუნდი, რომელმაც პოლიტიკაში შესვლის განაცხადი გააკეთა. 5 წლის წინ, როცა სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე პიკს აღწევდა, თქვენ გაბედეთ და გაემიჯნეთ ხელისუფლებას. მაშინ თქვენმა გამოჩენამ საზოგადოებას ცვლილებების მოლოდინი გაუჩინა, რადგან ამ გუნდში ძირითადად თავი მოიყარეს ადამიანებმა, რომლებმაც უარი თქვეს სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, უარი თქვეს დიპლომატის საპატიო თანამდებობაზე და ქვეყნის ინტერესი ყველაფერზე წინ დააყენეს, -“ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა.

ღონისძიება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკანონმდებლო და აღამსრულებელი ხელისუფლების წევრები დაესწრნენ, ლევან მიქელაძის ხსოვნას მიეძღვნა.

“სახელმწიფოს ინტერესები, დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება იყო ის იდეალები, რამაც თქვენ გაგაერთიანათ და ამას სათავეში ლევან მიქელაძე ედგა.

მე კარგად მესმის, რას ნიშნავს დღევანდელი დღე ამ პარტიის დამფუძნებლებისთვის, მისი წევრებისათვის, როგორი ემოციურია ეს დღე თქვენთვის იმის გამო, რომ სრულიად გამორჩეული ადამიანის, ღირსეული მოქალაქის, შესანიშნავი დიპლომატისა და ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტის, თქვენი მეგობრის ლევან მიქელაძის სახელთან არის დაკავშირებული. ძალიან სამწუხაროა, რომ ის ჩვენ შორის აღარ არის.”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს პრემიერმა “თავისუფალ დემოკრატებს” საერთო მიზნების მიღწევაში წარმატება უსურვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30