ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
15 თებერვალი, 2014 წ.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები : "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების კონფერენციების ჩატარების თარიღისა და წესის განსაზღვრის თაობაზე" დებულებაში ცვლილებების შეტანა;

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების ადგილობრივი პოლიტიკური საბჭოს ფუნქციების განსაზღვრისა და მათი არჩევის წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანა;
ქალაქ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარისა და ადგილობრივი პოლიტიკური საბჭოს არჩევნების, მერობის კანდიდატისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატების გამოსავლენი პრაიმერიზის ჩატარების ზოგადი წესი.

ასევე იმსჯელეს სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხების ირგვლივ.

ამასთან, გიგი უგულავა კენჭს "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე იყრის. ამის შესახებ უგულავამ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა და განმარტა, რომ კენჭისყრა 1-ელ მარტს, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე გაიმართება.

"მე 1-ელ მარტს, როცა ჩატარდება "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა, ვაპირებ ვიყარო კენჭი პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე. რაც შეეხება ჩემს დანარჩენ პოლიტიკურ გეგმებს, ამაზე სწორედ 1-ელ მარტს ვისაუბრებ", - აღნიშნა გუშინ უგულავამ.

http://www.interpressnews.ge/


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30