ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გიგი უგულავა - თუ რამეს ვნანობ, ვნანობ იმას, რომ ბევრს მე გავუხსენი პოლიტიკაში კარი
15 თებერვალი, 2014 წ.
გიგი უგულავა ნანობს, რომ საკრებულოს დღევანდელი უმრავლესობის ზოგიერთ წევრს, რომლებიც თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდნენ , პოლიტიკაში კარი თავად გაუღო.

როგორც უგულავამ გადაცემა "რეაქციაში", საკრებულოს უმრავლესობის იმ წევრებზე საუბრისას განაცხადა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობიდან" მმართველ გუნდში გადაინაცვლეს, სწორედ იმის გამო, რომ მან "პრევენცია ვერ მოახდინა", "ნაციონალური მოძრაობა" 1-ელი ოქტომბრის არჩევნებზე "დაისაჯა".

"ესაა ის პრეტენზია, რომელსაც ვიღებ და თუ რამეს ვნანობ, რა თქმა უნდა, ვნანობ ამას, რადგან ბევრს მე გავუხსენი პოლიტიკაში კარი ან მე ვერ შევძელი პრევენცია მომეხდინა. ბუნებრივია, ეს პრობლემაა და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" წააგო თავის დროზე, სწორედ ეს არის. პოლიტიკაში დაუწერელი აქსიომა არსებობს და ერთა ძველმა პოლიტიკოსმაც თქვა, რომ როცა ოპოზიციაში ხარ, როგორც წესი, უფრო გიჟები გეწებებიან, ხოლო როცა ხარ ხელისუფლებაში - საშოვარზე მოსული ნაძირლები. როგორც ჩანს, ასეთი რამ გარდაუვალია და სწორედ ამან განაპირობა მათ შორის ერთ-ერთი ის პრობლემა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" დაუდგა და რომლის გამოც, სრულიად სამართლიანად ვიტყოდი, 1-ელ ოქტომბერს დაისაჯა", - აღნიშნა უგულავამ.

http://www.interpressnews.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30