ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ
14 თებერვალი, 2014 წ.
შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და სხვა მაღალი რანგის დიპლომატები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილი შიდაპოლიტიკური სიტუაცია განიხილეს. კერძოდ, პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “საუბარი შეეხო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში კონკურენტულობის შესამცირებლად ხელისუფლების მიერ წამოწყებული დევნის ახალ კამპანიას რეგიონებში ისევე, როგორც თბილისის თვითმმართველობაში შექმნილ ვითარებას”.

მისივე ცნობით, საუბარი ასევე, საგარეო პოლიტიკურ ვითარებას და საქართველოში ანტიდასავლური ძალების გაძლიერებას შეეხო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელების აუცილებლობას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გიგი უგულავამ მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები გააკეთა.

„მთავარი ჩვენი და არა მარტო ჩვენი სატკივარი არის ის, რომ არჩევნების გაყალბება დღეს უკვე დაწყებულია. გაყალბება არ ნიშნავს მარტო არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთთან მანიპულაციას", - განაცხადა უგულავამ.

http://pia.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30