ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
მანანა კობახიძე - ხელისუფლება მზად არის, პარტიების დაფინანსების თემაზე კონსულტაციები გამართოს
14 თებერვალი, 2014 წ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ სასტუმრო "რედისონში" განუცხადა, სადაც პარტიების დაფინანსების საკითხზე მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს.

"შარშან მნიშვნელოვანი ცვლილელები შევიდა კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ". ამ ცვლილებების შესაბამისად მნიშვნელოვნად გაიზარდა პარტიების დაფინანსება - გარკვეულწილად გაორმაგდა კიდეც. თუ საჭიროა კიდევ მსჯელობა დაფინანსების სისტემის გაუმჯობესებაზე, მზად ვართ, მოვისმინოთ ის შენიშვნები, რაც აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგე. შეიძლება კიდევ იყოს გასაკეთებელი რამე. ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ და კონსულტაციები გავმართოთ", - დასძინა კობახიძემ.

http://www.interpressnews.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30