ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თეა წულუკიანი "ნაციონალურ მოძრაობასთან" შესახვედრად მზად არის
14 თებერვალი, 2014 წ.
როგორც დღეს მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, მას ჯერ მიმართვა არ მიუღია და როგორც კი ამ მიმართვას მიიღებს, სერიოზულად შეისწავლის.

"წინასაარჩევნო პერიოდში უწყებათაშორისი საბჭო მოქმედებს, მაგრამ შუალედურ პერიოდშიც არაფერი მიშლის ხელს, რომ თუ მთხოვენ, მათ შევხვდე. მე ვხვდები ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც შეხვედრას ითხოვს, სამწუხაროდ, ხშირად დრო არ მყოფნის და ყველას ვერ ვხვდები, მაგრამ ამ მოთხოვნას შევისწავლი და სერიოზულად მოვეკიდები", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

"ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. როგორც დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, თეა წულუკიანისგან აინტერესებთ, რატომ ხელმძღვანელობს პროკურატურა "ორმაგი სტანდარტებით".

დეპუტატის განმარტებით, მათი სურვილია, შეხვედრა საჯარო იყოს და მასში მონაწილეობა მიიღონ მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

http://www.interpressnews.ge/

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30