ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
"ნაციონალური მოძრაობა" თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვს
14 თებერვალი, 2014 წ.
"ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. როგორც დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, თეა წულუკიანისგან აინტერესებთ, რატომ ხელმძღვანელობს პროკურატურა "ორმაგი სტანდარტებით".

"საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია პოლიტიკური დევნის შესახებ, რომელიც ხორციელდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ, კონკრეტულად - ჯიბუხაიას, ჭელიძის და ოტიაშვილის მიმართ. ეს დევნა მიზნად ისახავს ერთადერთი ოპოზიციური პარტიის მაქსიმალურად დასუსტებას რეგიონებში თვითმმართველობის არჩევნების წინ. ის, რომ ეს პროცესი ნამდვილად პოლიტიკური დევნაა, დასტურდება იმით, რომ პროკურატურამ ამ საქმეებზე მოითხოვა წინასწარი პატიმრობა, მაშინ როდესაც ბრალდება ერთ შემთხვევაში ეხება 12 000 ლარის შეშის დარიგებას სოციალურად დაუცველი პირებისთვის, ხოლო ოტიაშვილის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წინასწარ მუქარას პარლამენტის ერთ–ერთი კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი ტრიპოლსკის მხრიდან. მოსამართლეებმა ახალბედაშვილმა, გურულმა და ფუხაშვილმა შეასრულეს პოლიტიკური დაკვეთა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი ინფორმაციით, საგარეჯოს გამგებელს, რომელიც პარლამენტის მაჟორიტარის, თინათინ ხიდაშელის ახლობელია, 250 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდნენ და ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე განრიდება "გაუკეთეს".
"მოვითხოვთ შეხვედრას იუსტიციის მინისტრ, ქალბატონ წულუკიანთან, როგორც გენერალურ პროკურორთან და უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელთან და გვსურს, მისგან მოვისმინოთ ახსნა–განმარტება, რატომ ხელმძღვანელობს პროკურატურა ორმაგი სტანდარტებით. ასევე გვსურს, მოვისმინოთ, რატომ ითხოვს პროკურატურა შესაძლო სამოხელეო ან ფინანსურ დანაშაულზე წინასწარ პატიმრობას, მაშინ, როდესაც თავად პროკურატურა არაერთხელ აცხადებდა, რომ ე.წ. "თეთრი საყელოს" დანაშაულზე წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა აღარ მოხდებოდა", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

დეპუტატის განმარტებით, მათი სურვილია, შეხვედრა საჯარო იყოს და მასში მონაწილეობა მიიღონ მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

http://www.interpressnews.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30