ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა აუცილებელია
13 თებერვალი, 2014 წ.
„საქართველოს მოსახლეობამ უკვე დიდი ხანია, დაინახა, რომ არანაირი კოჰაბიტაციის დასრულება არ იგეგმება. ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ხელისუფლებას შორის შეხმატკბილებულ ურთიერთობას ვხედავთ.

ამ განცხადების საფუძველს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის დღევანდელი განცხადება მაძლევს, სადაც ის საუბრობს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას, რებრენდინგს გულშემატკივრობდა და წუხს, რომ ეს პარტია ამას ვერ ახერხებს. ვფიქრობ, მისმა ამ განცხადებამ და „ნაციონალური მოძრაობის“ ვერგაძლიერების გამო გოდებამ, უნდა მიგვაღებინოს გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში ისეთი პარლამენტი მოვითხოვოთ, რომელიც საქართველოს მოსახლეობის განწყობას რეალურად ასახავს. ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ საკითხი უნდა დაისვას და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის დღევანდელმა განცხადებამ ამაში ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაარწმუნოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” და „ნაციონალური მოძრაობა“ გარიგებულები არიან. ამასთან ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა ვერ მოახერხა.

„მარგველაშვილი გვარწმუნებდა, რომ 28 ოქტომბერს კოჰაბიტაცია დასრულდებოდა, თუმცა ამის სანაცვლოდ “ქართული ოცნება” აგრძელებს მცდელობას, ქვეყანაში ორპარტიული სისტემა ჩამოაყალიბოს. გასაკვირი არაა ამ ყველაფრის შემდეგ ქვეყანაში სამართლიაონობის აღდგენა რატომ არ ხდება, დამნაშავეები რეალურად რატომ არ ისჯებიან, რატომ დადის სააკაშვილი და ყველას მორალს გვიკითხავს, რატომ არავის დაუბრუნდა საქართველოში წართმეული ქონება გარდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და ა.შ.“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

http://pia.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30