ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მოუწოდებს, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რათა რაიან გრისტმა ევროკავშირის მისია და საქართველოც დატოვოს
13 თებერვალი, 2014 წ.
"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მოუწოდებს, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რათა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ რაიან გრისტმა ევროკავშირის წარმომადგენლობა და საქართველოც დატოვოს.

ამის შესახებ პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, რაიან გირსტი საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზე დაინიშნა.

"ამ ადამიანის რეპუტაცია ცნობილია ყველასთვის – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ვინც თვალს ადევნებდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას. ბატონი გრისტი ომის დღეებშივე იქცა მთავარ ინსტრუმენტად რუსეთის პროპაგანდისტულ საინფორმაციო ომში. ის ომის დასრულების შემდეგ ეუთო–ს მისიისვე მოთხოვნით იქნა გაყვანილი ქვეყნიდან, ჩვენ ვთვლით, რომ ევროკავშირის მისია არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის ხელში არსებობს, მხარს ვუჭერთ ამ მისიის მანდატის სრულყოფილ შესრულებას, მაგრამ ამავე დროს, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს ყველა ის ბერკეტი, რომელიც გააჩნია და მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ ბატონმა გრისტმა დატოვოს არა მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირდვებლო მისია, არამედ საქართველო", – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ რაიან გრისტი 2008 წელს ეოთო–ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ მისიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა იმის გამო, რომ ის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა.

http://accent.com.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30