ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
"დემოკრატიული მოძრაობა" პარტიის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
13 თებერვალი, 2014 წ.
"დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო" პარტიის დაჯარიმების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხვალ გაასაჩივრებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა, შემდგომ ინსტანციაში შესაბამის საჩივარს ხვალ შეიტანენ.

"გუშინ ჩაგვბარდა სასამართლოს გადაწყვეტილება და მას სასწრაფო წესით გავასაჩივრებთ, ვინაიდან იმ დრაკონული კანონის მიხედვით, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო, ვალდებულები ვართ ჯარიმა ერთი კვირის განმავლობაში გადავიხადოთ. ამას ემატება ისიც, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაშიც ჯარიმის თანხა უკან არ გვიბრუნდება. სწორედ ამიტომ, ხვალვე შევიტანთ საჩივარს, რომ შემდგომმა ინსტანციამ ის სწრაფად განიხილოს, იქნებ შეცვალოს გადაწყვეტილება და თანხის გადახდა აღარ დაგვჭირდეს ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე შეფასებით, ახალ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია აღნიშნული "დრაკონული კანონის" შესაცვლელად.
"არაფერი შეცვლილა იმ დრაკონულ კანონში, რომელიც მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ". სწორედ ამიტომ, ჩვენს პარტიასთან მიმართებაში დღეს იგივე რეალობა დადგა, რაც 1-ელ ოქტომბრამდე "ქართული ოცნების" მიმართ არსებობდა", - აღნიშნა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.

ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო "მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, რათა ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ ძალას თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახსრები ჰქონდეს.

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოწირულებების დამალვის ფაქტზე ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა" იანვრის ბოლოს 65 ათასი ლარით დააჯარიმა.

მოსამართლე ილონა თოდუამ გადაწყვეტილება პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სარჩელის საფუძველზე მიიღო.

http://www.interpressnews.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30