"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ოთხი თვის მანძილზე 5520 სტუდენტს შეუჩერდა სტატუსი. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ერთ სემესტრში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობის ასეთი ზრდა საგანგაშოა.
ამის შესახებ "ნაციონალურმა მოძრაობამ" განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს ოფიციალური წერილების საფუძველზე გვინდა ვაცნობოთ საზოგადოებას:
2013 წლის 7 ოქტომბრის მონაცემებით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 28 055 იყო. 2014 წლის 3 თებერვლის მონაცემებით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 33575 არის.
ოთხ თვეში, ერთ სემესტრში ზრდა საგანგაშოა, რომ 5520 სტუდენტს შეუჩერდა სტატუსი.
საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ 2012 პირველ ოქტომბრამდე სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა 11 000- ზე მეტ სტუდენტს.
იმ სტუდენტების რიცხვი ვისაც უშუალოდ ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული სტატუსი 11685 არის, მაშინ როდესაც ოქტომბერში 8304 იყო.
ამის მიზეზი არის ერთი მხრივ, ეკონომიური კრიზისი, რომელიც შეიქმნა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად.
მოცემულ ვითარებაში განათლების სამინისტროს სტუდენტებისათვის თანხების განაწილების არაეფექტური, არარაციონალურ, უსამართლო პოლიტიკა დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა არ გაიზარდა თანხის ზრდის პროპორციულად.
დაახლოებით 9 მილიონი ლარით წინა წელს ფინანსდებოდა გრანტის სხვადასხვა ოდენობით 8000 სტუდენტი. 2013-14 სასწავლო წელს დაფინანსება გაიზარდა დაახლოებით 10 მილიონით, მაგრამ გრანტიანი სტუდენტების რაოდენობა დღეისათვის არის მხოლოდ 9100. პროპორცია არაადეკვატურია და უსამართლოა, სხვა სტუდენტების მიმართ.
გარდა იმისა, რომ დაზარალდნენ სტუდენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დააკლდა ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით - 40-დან 50 მილიონი ლარამდე. მხოლოდ ბოლო ერთი სემესტრის განმავლობაში, უმაღლესებს დააკლდა დაახლოებით 10 მილიონი ლარი.
მოუწოდებთ, განათლების მინისტრს გამოიტანოს ადეკვატური დასკვნები შექმნილი მდგომარეობიდან. მოვაწყოთ სამუშაო შეხვედრა, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რათა თუნდაც არსებული დაფინანსების პირობებში, გავაუმჯობესოთ დაფინანსების არსებული წესი", - ნათქვამია, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
http://www.interpressnews.ge/
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები