ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
დავით საგანელიძე - როგორც ოჯახს უფრთხილდები, ასევე უნდა უფრთხილდებოდე პარტიის, კოალიციის, მთავრობის სახეს
12 თებერვალი, 2014 წ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განმარტებით, უმრავლესობაში ცალკეული უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება არსებობს, მაგრამ "ეს თემები შიგნით იხარშება".

"საზოგადოება, მათ შორის თქვენ ჟურნალისტები ვერ ხედავთ იმას, როგორი კამათი, პრეტენზიები არსებობს პარლამენტში გარკვეული თანამდებობის პირების მიმართ. დღეს მთავრობა დაკომპლეტქებულია ერთი პოლიტიკური ძალის მიერ. მართალია, ეს პოლიტიკური ძალა კოალიციურია, რომელშიც ექვსი პოლიტიკური მდგენელია, მაგრამ ეს არის ერთი სუბიექტი. თავისთავად ცხადია, როდესაც ჩვენ გარკვეული შენიშვნები, პრეტენზიები - თუნდაც ძალიან მკაცრი, გარკვეულ სტრუქტურებთან გვაქვს, ამას საჯაროდ არ ვაკეთებთ. ეს შიდა თემებია და ყველაფერი შიგნით იხარშება. მერწმუნეთ, რომ ნამდვილად იხარშება. როცა კოალიციური მთავრობებია და მთავრობაში რამდენიმე პოლიტიკური ძალაა, რომელიც ცდილობს თავი წარმოაჩინოს, თავის პოზიცია განამტკიცოს, ასეთ სიტუაციაში ხშირია ღიად წარმოჩინება იმისა, რომ რომელიმე მინისტრს უმრავლესობიდან რომელიმე პოლიტიკური ძალა უპირისპირდება. ასეთი თემები ბუნებრივია შიგნით, ოჯახში იხარშება და გარეთ მაშინ გამოდის, თუკი ოჯახის ჩარჩოებში ვეღარ ეტევა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დავით საგანელიძემ თავი შეიკავა იმ უწყებების და მინისტრების დასახელებისგან, რომელთა მისამართით უმრავლესობას შენიშვნები და პრეტენზიები გააჩნია.

"არის თემები, რომელზეც საჯაროდ არ ვსაუბრობთ. როგორც ოჯახს უფრთხილდები, ასევე უნდა უფრთხილდებოდე შენი პარტიის, კოალიციის, მთავრობის სახეს", - აღნიშნა საგანელიძემ შესაბამისი კითხვის პასუხად.

http://www.interpressnews.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30