„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ინტერნეტში გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
„ე.წ. სკანდალური ვიდეოკადრები, რომელიც ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა და სადაც ვანო მერაბიშვილი გვამებს ითხოვს, ერთმნიშვნელოვნად ამაზრზენია. ეს კადრები კარგად წარმოაჩენს იმ ადამიანთა არსს და მმართველობას, რომელსაც ქართველი ერი 9 წლის განმავლობაში ხმალამოღებული ებრძოდა და მათ შორის ოპოზიციური სპექტრი. თუმცა, პრობლემა არის სხვა. კითხვები სულ სხვა მიმართულებით ჩნდება. რატომ არა და არ დაიწყო მუხროვანის მოვლენების გამოძიება მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში? მაშინ როცა, ის ადამიანები, რომლებიც ამ ამბოხთან დაკავშირებით, სამხედრო ამბოხსა და სახელმწიფო გადატრიალებაში იყვნენ ბრალდებულნი, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდნენ. საზოგადოებას ხომ სჭირდება ახსნა: ეს ადამიანები იმიტომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრის სტატუსით, რომ 2009 წლის 5 მაისს მუხროვანში არანაირი ამბოხი არ ყოფილა. გამოსაძიებელია, რა მოხდა მუხროვნაში, იყო თუ არა ამბოხი, თუ ეს ყოფილმა ხელისუფლებამ დადგა. ეს ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს დღევანდელი ხელისუფლების უნიათობაზე, უუნარობასა და არაპროფესიონალიზმზე", - აცხადებს ახვლედიანი. მისივე განცხადებით, ეს ჩანაწერი ისეთ დროს გაშუქდა, როდესაც ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. „არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, როგორ მოხვდა ეს კადრები ინტერნეტში? რამდენადაც ცნობილია, ესაა ოპერატიული ვიდეომასალა, რომელზედაც ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეს ხელი არ მიუწვდება. რამდენად კანონიერად მოხდა ამ მასალის გაშუქება, ვინ განახორცელა ეს, ამაზეც პასუხია გასაცემი. ძალიან უცნაურ, კონკრეტულ დროს მოხდა ამ ჩანაწერის ინტერნეტში გაშვება. იმ პერიოდში, როდესაც ხელისუფლებას აქვს სერიოზული პრობლემები თითქმის ყველა ფრონტზე. დაწყებული საარჩევნო, თვითმმართველობის კოდექსით, გაგრძელებული ეკონომიკით, ლარის ვარდნით. მას აქვს საკმაოდ რთული პერიოდი და უცებ მთელი საზოგადოების ყურადღების გადატანა ხდება ვანო მერაბიშვილის ფრაზეოლოგიაზე. ეს ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ძალიან თეთრი ძაფით არის ნაკერი ამ შემთხვევაში ხელისუფლების ქმედება. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს კიდევ ერთხელ „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების“ შეთანხმებას“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
პირველი
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები