თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ კოალიციის ძირითადი ბირთვი არა „რესპუბლიკელები“ ან „თავისუფალი დემოკრატები“ არიან,
რომლებიც ხშირად აქ იმყოფებიან და რომელთა გავლენაც მათ პოლიტიკურ გუნდში მინიმალურია, არამედ ადამიანები, რომლებიც ცნობილნი არიან საუკეთესო შემთხვევაში, სკეპტიციზმით დასავლეთის მიმართ, ანაც ანტიდასავლური ქსენოფობიური განწყობებით“.
ამის შესახებ უგულავამ სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს, როცა ჩვენი აზრები უკრაინაშია, ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი დაიცავს უკრაინელი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ არჩევანს. საჭიროა, რომ ევროკავშირმა შესაბამისი ეფექტური პასუხი გასცეს პუტინის კამპანიას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ შეაფერხოს რუსეთის მეზობელი ქვყნების სწრაფვა ევროკავშირის, დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკმაოდ მაღალია რისკი იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის დისკურსი იმის შესახებ, რომ რუსეთსა და მის სამეზობლოში დემოკრატია უბრალოდ შეუძლებელია მეტ ლეგიტიმაციას შეიძენს. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განხორციელებული რადიკალური რეფორმების შედეგად, საქართველომ თითქმის შეძლო პუტინის პარადიგმის გაქარწყლება. დღეს, ჩვენ მოველით ჩვენი მეგობრებისგან, რომ დაეხმარონ საქართველოს მისი დემოკრატიული მიღწევების შენარჩუნებაში, რომელთაც დღეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. პირველად ქვეყნის ისტორიაში ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილება იყო პოზიტიური ნაბიჯი და იმ პოლიტიკური სისტემის ტესტი, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იქმნებოდა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი იმ რეგიონისთვის, სადაც მთავრობები ჩვეულებრივ არ იცვლებიან არჩევნების გზით. სამწუხაროდ, ცვლილების შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, არა თუ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეს პრეცედენტი, არამედ შექმნას კიდევ უფრო სახიფათო მაგალითი მთელი რეგიონისთვის. სამწუხაროდ, ახალმა მმართველმა ძალამ გადაწყვიტა აწარმოოს მასობრივი პოლიტიკური შურისძიების კამპანია წინა ხელისუფლების მიმართ და არ მიიჩნიოს ის ლეგიტიმურ ოპოზიციად. მრავლად გვაქვს მაგალითები იმისა, თუ როგორ უარყოფენ ყოფილი და ახლანდელი პრემიერ-მინისტრები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც მთავარ ოპოზიციურ ძალას. ახლახანს პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას არ სმენია ნაციონალური მოძრაობის, როგორც ოპოზიციური ძალის შესახებ, და მას „ნეოფაშისტურ წარმონაქმნი“ უწოდა. ამ კამპანიის ფარგლებში, 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად, რომელიც მთლიანობაში პოზიტიურად იქნა შეფასებული, ხალხის მიერ არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება თითქმის მთლიანად იქნა ხელში ჩაგდებული ახალი ხელისუფლების მიერ არჩევნების გარეშე, სამართლებრივი დევნის, შერჩევითი სამართლის, რეგულარული დაკითხვებისა და გამოძიებების გზით. შერჩევითი სამართლის ნათელი მაგალითია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი საკრებულოების „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი წევრების მიმართ დაუყონებლივ წყდება სისხლის სამართლის საქმე მათი სახელისუფლებო პარტიაში გადასვლის შემთხვევაში. ამის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს თბილისის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, რომელიც თავად იმყოფებოდა გამოძიების ქვეშ. ნაციონალური მოძრაობის“ ბევრ სხვა ყოფილ თანამდებობის პირთან ერთად, 2013 წლის დასაწყისიდან ჩემს მიმართაც ხორციელდება სამართლებრივი დევნა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ მიერ ჩემს წინააღმდეგ აღძრული ყველა საქმე, სისუსტის გამო ხელიდან ეცლება, მთავრობა ახალი ბრალდებებს თხზავს. სწორედ ამ გზით უკვე რვა თვის განმავლობაში ყოველგვარი სასამართლო განაჩენის გარეშე ჩვენი ლიდერი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ერთ-ერთი ამ არასერიოზული ბრალდების შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ჩემთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ, სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ კვირა დღის ღამის 1 სთ-ზე ზეპირი მოსმენის ან დაცვის მხარის მოსმენის გარეშე იგივე მოსამართლის მიერ შეჩერებულ იქნა ჩემი, როგორც მერის, უფლებამოსილება. იმ შეხედულების დამკვიდრება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტები უნდა შეიცვალონ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, დიდ ზიანს მოუტანს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების გამიჯვნის პრინციპს. წლების განმავლობაში პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებში ეს ორი სისტემა გაიგივებული იყო ერთმანეთთან. საქართველოში თანდათანობით იქნა შემოღებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითობა. 2006 წელს მე ამირჩია ქალაქის საკრებულომ, ხოლო 2010 წელს გავხდი საქართველოში პირველი პირდაპირი წესით არჩეული მერი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახიფათო ტენდენციაა ანტიდასავლური რადიკალური ჯგუფების გაძლიერება, რომელთა იდეოლოგია ხშირად პირდაპირ კავშირშია მმართველი კოალიციის ბირთვთან. „ქართული ოცნების“ კოალიციის ძირითადი ბირთვია - არა „რესპუბლიკელები“ ან „თავისუფალი დემოკრატები“, რომლებიც ხშირად აქ იმყოფებიან და რომელთა გავლენაც მათ პოლიტიკურ გუნდში მინიმალურია, არამედ ადამიანები რომლებიც ცნობილნი არიან საუკეთესო შემთხვევაში, სკეპტიციზმით დასავლეთის მიმართ ანაც ანტიდასავლური ქსენოფობიური განწყობებითა და სიძულვილის ენით უარეს შემთხვევაში. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გავხდით სხვადასხვა უმცირესობების - ეთნიკური, რელიგიური და სხხვა ჯგუფების მიმართ ძალადობის მოწმე. ყველა ეს ძალადობრივი აქტი განმეორებითად ჩადენილ იქნა იმ ლიდერების მიერ, რომელთა წახალისებაც რეგულარულად ხდებოდა „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან. ამჟამად ამ ძალების შეკავება ხდება პროდასავლური ოპოზიციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და საზოგადოებრივი აზრის მიერ. „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურების შემთხვევაში, რაც წარმოადგენს „ქართული ოცნების“ საჯაროდ დეკლარირებულ მიზანს, ამ ჯგუფების გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება. ძვირფასო კოლეგებო, ძვირფასო მეგობრებო, აღნიშნული დემოკრატიული უკუსვლის შეჩერება, რომლის შედეგადაც მთელი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ინსტიტუტი იქნა დამხობილი, შესაძლებელია. ამ საქმეში ჩვენი მოკავშირე ჯერ კიდევ პრო-ევროპული საზოგადოებრივი აზრია. დღეს საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, ოპოზიცია, რომელიც არა თუ ეჭვქვეშ არ აყენებს მთავრობის ლეგიტიმურობას, არამედ მხარს უჭერს კიდეც მას, როდესაც ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეხება. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტ პოლების გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, რომელიც ამ დარბაზში ზის, აღიარა შედეგები და მიულოცა გამარჯვებულს, რაც არასდროს მანამდე არ მომხდარა. ამგვარი საქციელი ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციის საქციელთან მნიშვნელოვან კონტრასტში მოდის. ახლახანს, ევროკავშირის რეგიონების კომიტეტისა და ევროსაბჭოს რეგიონების კონგრესის მიერ გაკეთდა მკაფიო განცხადებები და დაგმობილ იქნა საქართველოში პირდაპირი წესით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენების ფაქტი. თუნდაც ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საქართველოს შეუძლია შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა, განაგრძოს დემოკრატიული განვითარების გზა და იქცეს წარმატებულ მაგალითად. გმადლობთ ყურადღებისთვის“, – განაცხადა უგულავამ.
თელარა გელანტია
http://frontnews.ge
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები