პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები" მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეიმუშავოს
ევროინტეგრაციის განხორციელების საგზაო რუკა, სადაც ყველა მოსალოდნელი საგარეო თუ საშინაო გამოწვევის გადაჭრის გზა იქნება ჩამოყალიბებული.
"ინტერპერსნიუსი" "ახალი მემარჯვენეების" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ვილნიუსის სამიტმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ეტაპი დაასრულა. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებით ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ევროპული არჩევანი ქართველი ხალხის მართლაც ისტორიული არჩევანია. ევროკავშირი საქარველოსთვის დემოკრატიული მშენებლობის გზაზე საიმედო პოლიტიკური პარტნიორია და ამავდროულად, ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტიციების წყარო, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის.
საკუთრივ საქართველოს გამოცდილება და ამ ეტაპზე ჩვენს თვალწინ უკრაინაში განვითარებული დრამატული მოვლენები ცხადყოფს, რომ ვილნიუსის სამიტის შემდგომ საქართველოს საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოუწევს.
საქართველოს ეკონომიკა, საბედნიეროდ, დღეს აღარ არის რუსეთზე ისე დამოკიდებული, როგორც უკრაინის, მაგრამ ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის დაკეტვის პოლიტიკურ ბერკეტს, სავარაუდოდ, რუსეთი მომავალ წელს საქართველოზე ზეწოლისთვის აქტიურად აამუშავებს. უნდა ველოდოთ ახალი პრობლემების შექმნას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ზონებში, მოსალოდნელია სეპარატისტული მოძრაობების, ეთნიკურ თუ რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტების წახალისება. მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოსთვის არც განვლილ პერიოდში იყო უცხო.
ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეიმუშავოს ევროინტეგრაციის განხორციელების საგზაო რუკა, სადაც ყველა მოსალოდნელი საგარეო თუ საშინაო გამოწვევის გადაჭრის გზა იქნება ჩამოყალიბებული. ეს პერიოდი იქნება საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების დიდი გამოცდა.
ქართულ საზოგადოებას მართებს დიდი სიმტკიცე საიმისოდ, რათა დემოკრატიულ სამყაროს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი გზა – ქართული სახელმწიფოს გზა, ნამდვილად ევროპული გზაა და სხვა ალტერნატიული ვერსიები, შიდა გამოწვევების თუ გარედან ზეწოლის შედეგად არ განიხილება, რომ ჩვენ ვართ ჩამოყალიბებული საზოგადოება, რომელიც წარსულის ილუზორული ნოსტალგიურობით კი არ იკვებება, არამედ უპირობოდ პროგრესზეა ორიენტირებული.
საქართველოს ხელისუფლების, ქართული ოპოზიციის, მთელი ქართული საზოგადოების უდიდესი პასუხისმგებლობაა ყველაფერი გააკეთოს, რათა საქართველოს სახელმწიფოსთვის კიდევ ერთხელ მიცემული ამ ისტორიული შესაძლებლობის რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს", _ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
http://www.interpressnews.ge/
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები