„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი თარგამაძე შიდა ქართლში, სოფელ ნაწრეტში ახალგაზრდა ფერმერების მიერ შექმნილ აგრარულ კოოპერატივ „წიქარას“ ეწვია. გიორგი თარგამაძე სოფლის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა
და პირადად მოისმინა სოფლად მცხოვრები ოჯახების მთავარი სატკივარი, რომელიც უკავშირდება წყლის მომარაგებაში არსებულ პრობლემებს, მასობრივ უმუშევრობას, მიწის საკუთრებასთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ასევე პენსიონერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან და მედიკამენტების სიძვირესთან დაკავშირებულ საკითხებს.
რაც შეეხება აგრარული კოოპერატივის საქმიანობას, გიორგი თარგამაძის აზრით, ეს არის მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოეწყოს ქართული სოფლის მეურნეობა, რათა სოფლად ცხოვრებას გაუჩნდეს ეკონომიკური საფუძველი, იმისთვის, რომ ახალგაზრდა ოჯახები, ახალგაზრდობა დამაგრდეს ქართულ რეგიონებში და იმისთვის, რომ ქართული სოფლის მეურნეობა თავად გახდეს საქართველოს ბიუჯეტის დონორი, იმისთვის, რომ აგრარული კოოპერატივების მაგალითზე ქვეყანაში გაიზარდოს საზოგადოების თვითორგანიზების და ურთიერთ სოლიდარობის ხარისხი. „სამწუხაროა, რომ როგორც ძველი, ასევე ახალი მთავრობა სრულიად უმოქმედოა მსგავსი კოოპერატივების ხელშეწყობის და რეალური დახმარების მიმართულებით. პირადად ჩემი და ქრისტიან-დემოკრატების გამორჩეულ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყანაში სოფლის მეურენეობის ტრადიციული დარგების და აგრარული კოოპერატიული მეურნეობების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, რომელიც მართლაც სახელმწიფო სტრატეგიის ხარისხში უნდა იყოს აყვანილი და მე პირობას ვდებ, რომ შესაბამისი სახელისუფლებო რესურსების ჩემს ხელთ აღმოჩენის შენმთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდების მიერ შექმნილი აგრარული კოოპერატივი გახდეს სოფლად ეკონომიკური აქტივობისა და კეთილდღეობის გადამდები მაგალითი“-განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები