საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსზე ისაუბრა.
მისი თქმით, დავით უსუფაშვილმა ან არ წაიკითხვა წერილი, ან ადექვატურად ვერ შეაფასა.
"დავით უსუფაშვილმა ან არ წაიკითხვა გუშინ ჩვენი გაგზავნილი წერილი, ან ადექვატურად ვერ აღიქვა. ჩვენ არ ვითხოვდით მხოლოდ ჩხუბის ეპიზოდის შეფასებას, ჩვენ იმ აღმაშფოთებელი ტენდეციის შეფასებას ვითხოვდით, როდესაც ოპოზიციას კრიმინალური ბანდის სახელით ელაპარაკებიან და ემუქრებიან. გარდა ამისა, ამწვავებენ კუთხურ შუღლას. ჩვენ გვაქვს და ვთანხმდებით იმ პრინციპზე, რომ მერები უნდა იყოს არჩევითი, რომ გამგებლები უნდა იყოს არჩევითი, მაგრამ კანონი არის დასახვეწი, ჩვენ ალტერნატიული წინადადებები გვექნება", - განაცხადა რატიანმა.
გვანცა დიდებაშვილი/საინფორმაციო სააგენტო პირველი