ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ბიძინა ივანიშვილი გადაცემა პოლიტიკის დროში
22 ოქტომბერი, 2013 წ.




ბიძინა ივანიშვილი : ყველაფერი შევძელით და იმაზე მეტი გავაკეთეთ, რაც ერთ წელში უნდა გაგვეკეთებინა. ზოგჯერ ოპონენტებს და ჟურნალისტებს ხალხი შეცდომაში შეჰყავთ. ერთ წელიწადში რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, და უფრო მეტიც, ყველაფერი გავაკეთეთ. ეს არის ნაცმოძრაობის ხელწერა, რომ 87 დაპირებიდან არაფერი შესრულდა. სასაცილო მდგომარეობაშია ეს ხალხი. იმდენი გავაკეთეთ, ტავადაც გაკვირვებულები არიან. რთველი დასრულდა კახეტში, მსგავსი ყოფილა ოდესმე?! არავის არ აქვს განცდა, რომ მთავრობა არჩევნებს გააყალბებს, არავის არ აქვს განცდა, რომ პოლიციამ ტოტალურად იძალადოს. ადამიანის უფლებები აღდგენილია. ჯანდაცვაში თუ ამ დროში ამდენს მოვახერხებდით, როცა ისეთი დანგრეული იყო, ვერ წარმოვუდგენდით. ადამიანს ღირსება დაუბრუნდა. ბევრი ბიზნესი ადამიანურად ვერ ცხოვრობდა. ზონდერებით იყო სავსე პოლიცია. დღეს კი პოლიცია საამაყოა,. ეს ქნა ღარიბაშვილმა და მთელმა გუნდმა. სასამართლო დამოუკიდებელი უნდა მივიღოთ, სამართლიანი უნდა იყოს.

საწყენი იყო ჩემთვის ხვედელიძე, სამწუხაროა, ჩემთვის რაც მოხდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, იქ იყო გადაცდომები. კირვალიძე იყო ჩემთვის საუკეთესო მინისტრი. დიდ პატივს ვცემ, ეს მისი დაგეგმილი არ იყო, მაგრამ გაეპარა.
დღეს ძალიან დამსახურებულად პროკურატურა ბევრ შენიშვნას ღებულობს პროკურატურა, კითხვები არსებობს იმ პერიოდთან, თუ როგორ ძალადობდა ის რეჟიმი. კორუფცია არ ყოფილა პროკურატურაში. მათ მხარდაჭერა უნდათ. უსუფაშვილს დავეთანხმე და დღესაც ვეთანხმები, პოლიციასაც და სხვა სტრქუტურებსაც შეიძლება ბრალდება წავუყენოთ. არ გვაქვს უფლება, ყველას მოვთხოვოთ, თუ რატომ იყვნენ ამ დროს სახელმწიფო სამსახურში.

მე მგონი ყველამ გაიგო, რომ მე პროფესიით პოლიტიკოსი არ ვარ, ვაჩვენე, რომ მოვედი მხოლოდ ვალდებულების გრძნობით პოლიტიკაში. ვალდებული ვარ და მიწევს განმარტებების გაკეთება. ბავშვობაში სამი წლიდან ვშრომობდი, ასეთი იყო ოჯახი. ეს ოჯახია, შეგიძლია მეტი გააკეთო? - მეტი უნდა გააკეთო. ვალდებულების გრძნობა იქიდან გამიჩნდა, რომ მე შემიძლია. თუ საზოგადოება მაჩვენებს, რომ არ შეგიძLია შენ სხვაზე ემტი, ამ დროს თურმე მოსახლეობის მესამედიც, მარგველაშვილი მიიღებს 45%-ს, ბაქრაძე ალბათ მიიღებს 30-ს, სხვებიც ამდენივეს, ასეთ შემთხვევაში რა ხდება? შენ გგონია, რომ შეგიძლია სხვაზ ემეტი, მაგრამ ერთადერთი მოწმე და დამასაბუთებელი უნდა იყოს საოზგადოება, რომ შენ ეს შეგიძლია. მე მაქვს ეს ნდობა. მაგრამ ჰიპოტეტურად მაინც მოითხოვეს. მე მართლა მჯერა რომ საქართველო აღორძინდება. ერთადერთი მოწემა საზოაგდოებაა და თუ ხალხი არ მოგყვება, ე.ი. თავს იყუებ. ასეთ შემთხვევაში პატიონსება უნდა გავიხსენოთ, არაა ეს ასე და წადი სახლშიო. როგორც კი დავინახვ რომ საზოგაოდებას არ ვჭირდება, მაშინვე გავერიდები, თუ შევხედე, რომ ვინმეს ფეხებში ვებლანდები, ღმერთმა დამიფაროს. 80% ნაკლები არ იყო იქ, სადაც 60% დაგვიწერეს. ახლაც ასეა, 60% ისევ ასე ფიქრობს. ახალი სიტუაცია შეიქმნა ხარისხობროვად, მესიონიზმის ტიპის არჩევნები იყო სულ, ჩემი არჩევნებიც. ეს სულ სხვა ტიპის არჩევნები იქნება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31