ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ზურაბ ჯაფარიძე - არ ვაპირებ ვინმეს მივუთითო, ამომრჩეველი თავად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას
 ზურაბ ჯაფარიძე - არ ვაპირებ ვინმეს მივუთითო, ამომრჩეველი თავად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას
19 ოქტომბერი, 2016 წ.
არ ვაპირებ ვინმეს მივუთითო, ასე გააკეთოს თუ ისე, ამომრჩეველი თავად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, - ასე პასუხობს პოლიტიკური პარტია ”გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე არასამთავრობო სექტორის ნაწილის განცხადებას.

არასამთავრობოთა ნაწილი პროდასავლურ პარტიებს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურში მხარი დაუჭირონ ოპოზიციას.

”ეს განცხადება არ აღმიქვია იმის მოწოდებად, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” უნდა დაუჭიროს ვინმემ მხარი. ეს იყო მოწოდება, რომ ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ და ამას ვეთანხმები. ერთი კვირის წინ ვთქვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა შანსია, რომ „ოცნებამ“ ვერ მიაღწიოს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ნებისმიერი მოქალაქის ვალია, რომ მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ. აქ არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ პარტიას მისცემს ხმას, ვინაიდან როგორც ვიცი, ზოგიერთ ადგილას სხვა პარტიების კანდიდატებიც არიან, თუ არ ვცდები ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ბლოკის კანდიდატი იყრის კენჭს ხაშურში, ერთი ”თავისუფალი დემოკრატიც” არის და ა.შ. მნიშვნელოვანი არ არის თუ ვის მისცემ ხმას, მთავარია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დეპუტატი გეგმავს არჩევნების მეორე ტურზე არჩევნებზე წასვლას და აპირებს ხმა მისცეს იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს ”ქართულ ოცნებას”.

”მოწოდებას ვეწინააღმდეგები, ამის წინააღმდეგი ვარ. ამომრჩეველი თვითონ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და არ ვაპირებ ვინმეს მივუთითო - ასე გააკეთე ან ისე გააკეთე. რაც შეეხება ”გირჩის” ამომრჩეველს, მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, ისინი თავისუფალი ადამიანები არიან და თავად გააკეთებენ არჩევანს. დაინახავენ თუ არა ისინი ჩემსავით საფრთხეს, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, თუმცა დარწმუნებული ვარ ასე იქნება”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31