ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გოგი თოფაძე - ცესკო პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს
 გოგი თოფაძე - ცესკო პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს
13 სექტემბერი, 2016 წ.
ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საარჩევნო ბლოკ „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს“ ლიდერმა გოგი თოფაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ჰქონდა საფუძველი, პარტია რეგისტრაციიდან მოეხსნა, რის გამოც, ის საარჩევნო კომისიას პოლიტიკური დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია ასრულებს პოლიტიკურ დავალებებს. მე არ ვიცი, კონკრეტულად ვისი დავალებაა, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ფაქტია, რომ ჩვენ სია წარვადგინეთ, რომელიც იყო ხელმოწერილი და დამოწმებული და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა. საბედნიეროდ, სასამართლო ცენტრალური კომისიისგან განსხვავებულად მუშაობს და მათ მიიღეს ობიექტური გადაწყვეტილება ჩვენი პარტიის სასარგებლოდ“, - განაცხადა გოგი თოფაძემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს“ საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა დაევალა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო. მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილის გადაწყვეტილებით, ბათილად არის ცნობილი ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება, რომლის თანახმადაც საარჩევენო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო“ რეგისტრაციიდან მოიხსნა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაევალა, გამოსცეს ახალი განკარგულება, რომლის თანახმადაც „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო“ საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება და ასევე გატარდება მისი პროპორციული სია.

მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორი დღის ვადაში აქვს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაეკისრა 100 ლარი საარჩევნო ბლოკ „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს“ სასარგებლოდ, რაც საარჩევნო ბლოკმა სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზნით დახარჯა.

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31