კოალიციაში შეთანხმებული ვიყავით და „რესპუბლიკელებთანაც“ რამდენჯერმე გვქონდა საუბარი, რომ საჯაროდ არჩევა არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება კონსტიტუციაში უნდა შესულიყო.
”გარდა იმისა, რომ დავით უსუფაშვილი პარლამენტის სპიკერია, ის არის საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. როცა მკითხა, რომ საკონსტიტუციო კომისია ყალიბდება და ჩემს თავმჯდომარეობაზე რას იტყვიო, - არც მიფიქრია, რომ სხვა კაცი იქნებოდა თავმჯდომარე, ასე რომ ის ოთხი წელია საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა. იქვე შედის ხმალაძეც, რომელსაც მე ვიცნობ, როგორც კარგ იურისტს. თითი თითზე არ დაუდვიათ იმ კომისიაში. ბევრი რამ იყო შესაცვლელი, მათ შორის პრეზიდენტის შესახებ. კოალიციაში შეთანხმებული ვიყავით და „რესპუბლიკელებთანაც“ რამდენჯერმე გვქონდა საუბარი, რომ საერთო, საჯაროდ არჩევა არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის, რომელსაც ასეთი შეკვეცილი უფლებები აქვს”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ასეთი შეკვეცილი უფლებებით პრეზიდენტის არჩევა დაბნეულობას იწვევს და თავად გიორგი მარგველაშვილიც დაბნეულია.
”შეთანხმებული ვიყავით, რომ ეს უნდა შეცვლილიყო. ადრე ვუსაყვედურე „რესპუბლიკელებს“, თუ რატომ „გაუპრავეს“ მარგველაშვილს სააკაშვილის სასახლეში შესვლა. პირველი გადახტა უსუფაშვილი და „გაუპრავა“. სხვა კანონებიც, რომელიც კონსტიტუციაშია დასახვეწი, არ გააკეთეს, მათ იმიჯს არ მოუხდებოდა. საპარლამენტო რესპუბლიკელების კონსტიტუციების მიხედვით, პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი, ასე უნდა ყოფილიყო, რამეთუ ეს აბნევს ყველას, მათ შორის პრეზიდენტსაც, ნახეთ, როგორი დაბნეულია ეს კაცი. ეს არ მოუხდებოდა ”რესპუბლიკური პარტიის” იმიჯს, რადგან ისინი ეთამაშებოდნენ მარგველაშვილს”, - განაცხადა ივანიშვილმა.
ipn.ge
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები