ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
დიმიტრი ხუნდაძე - „ნაციონალებმა“ აირჩიეს სტრატეგია, რომ საარჩევნოდ ვერცხლისწყალივით გაიბნენ, არჩევნების შემდეგ კი ვერცხლისწყალივით შეერთდნენ
 დიმიტრი ხუნდაძე - „ნაციონალებმა“ აირჩიეს სტრატეგია, რომ საარჩევნოდ ვერცხლისწყალივით გაიბნენ, არჩევნების შემდეგ კი ვერცხლისწყალივით შეერთდნენ
02 სექტემბერი, 2016 წ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნოდ აირჩია სტრატეგია, რომ ვერცხლისწყალივით გაიბნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მათ აირჩიეს სტრატეგია, რომ ვერცხლისწყალივით გაიბნენ წინასაარჩევნოდ. მათი გეგმა არის, რომ არჩევნების შემდეგ ისევ ვერცხლისწყალივით შეერთდნენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახდინოს რეაბილიტაცია, რაც დაუშვებელია, იმიტომ რომ ძალადობას და წარსულში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, საზოგადოება არ დაუშვებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ის ეთანხმება ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ საშუალოდ 100 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი ახალ პარლამენტში.

„დღეს საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს მდგომი პოლიტიკური პარტია არის „ქართული ოცნება“. სამწუხაროა, რომ ოპონენტები არ გამოირჩევიან კონკურენტუნარიანობით, რომ იყოს მოლოდინი იმისა, რომ ნაკლები რაოდენობით შევიდეს „ქართული ოცნება“ პარლამენტში. მე ვეთანხმები იმას, რომ იქნება დამაჯერებელი გამარჯვება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მინიმუმ 90 დეპუტატით შევა პარლამენტში.

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31