პარტია "თავისუფალ დემოკრატებს" ახალი წევრი ალუდა გოგლიჩიძე შეუერთდა. ალუდა გოგლიჩიძე საზოგადოებას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მანდატი გადასცა.
ალუდა გოგლიჩიძე ‘’თავისუფალ დემოკრატებში’’ განათლების მიმართულებით იმუშავებს.
ირაკლი ალასანიამ წარდგენის შემდეგ პარტიის განათლების პროგრამის პრეზენტაცია დააანონსა, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
ლუდა გოგლიჩიძე „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის’’ დირექტორი, თბილისის მერის მოადგილე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 საჯარო სკოლის დირექტორი, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტში პროგრამების მენეჯერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს სამეცნიერო სკოლების განვითარების ალიანსში გამგეობის თავმჯდომარე იყო.
"თავისუფალ დემოკრატებს” კიდევ ერთი ძლიერი კადრი შემოგვიერთდა. ჩვენ შემოგვიერთდა ადამიანი, რომელიც 19 წელია მუშაობს განათლების სფეროში, აქედან 16 წელი ამავე სფეროს პოლიტიკის განსაზღვრაზე. ალუდა გოგლიჩიძე იქნება განათლების გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. განათლებით იწყება ეკონომიკის გაჯანსაღება და უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ სისტემის რეფორმირების გზებზე და ამ მიმართულების გაუმჯობესებაზე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ”თავისუფალი დემოკრატების” განათლების პროგრამის პრეზენტაციას’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავის მხრივ, ალუდა გოგლიჩიძემ განაცხადა, რომ მის ცხოვრებაშიც დადგა ის მომენტი, როცა ჩათვალა, რომ საჯარო პოლიტიკაში და კონკრეტულად განათლების სფეროში პროცესები ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად ვერ მიმდინარეობს.
”მივიღე გადაწყვეტილება შევუერთდე ”თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკურ გუნდს და მათთან, როგორც დემოკრატიულ და პროგრესულ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, ვიზრუნო ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული განათლების სისტემის ჩამოყალიბებისათვის. ისეთი განვითარებისათვის, როდესაც ძირითადი ფასეულობა არა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები, არამედ ადამიანია. ჩვენ წინაშე არის გამოწვევა წარვმართოთ განათლების სისტემის ტრანსფორმაციის პროცესი ისე, რომ მან უზრუნველყოს, საზოგადოების ფართო ჩართულობით, ამ ქვეყნის ყოველი მოქალაქის კეთილდღეობის ზრდისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და რეალიზების პროცესში”, - განაცხადა გოგლიჩიძემ.
მისივე თქმით, ”თავისუფალი დემოკრატების” გუნდი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებების მიმართ არა მარტო ერთგულება, არამედ პრინციპულობაც და ბრძოლისუნარიანობაც.
”ამავდროულად ვფიქრობ, რომ გამაჩნია ის ცოდნა, უნარ-ჩვევები, მიდგომები და შესაბამისი გამოცდილება, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების კონსოლიდაციის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და რეალიზებისათვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მჯერა, რომ ”თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკურ ძალასთან ერთად შევძლებთ საზოგადოების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მოპოვებას და ამ ქვეყნის ყოველი მოქალაქის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას”, - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.
ipn.ge
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები