ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
სად განთავსდება თვითმმართველი ქალაქის მერია და მუნიციპალიტეტის გამგეობა თელავში
სად განთავსდება თვითმმართველი ქალაქის მერია და მუნიციპალიტეტის გამგეობა თელავში
28 ივლისი, 2014 წ.
მუნიციპალიტეტში ყოფილი გამგეობის სამსახურის ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც ახალი გამგეობისა და მერიის სამსახურები მუნიციპალიტეტის შენობას დაიკავებენ
მუნიციპალიტეტში ყოფილი გამგეობის სამსახურის ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც ახალი გამგეობისა და მერიის სამსახურები მუნიციპალიტეტის შენობას დაიკავებენ.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებელი, ალექსანდრე შათირიშვილი ,,კახეთის ხმასთან’’ საუბრისას აცხადებს, გამგეობა იმავე სართულზე დარჩება, ხოლო ოთახების ის ნაწილი, რომელიც ადრე გამგეობის დაქვემდებარებაში იყო, მერიას გადაეცემა.
-,,ნაწილი, რომელიც თელავის გამგეობას ეკუთვნოდა, გაიყოფა შუაზე. ნახევარი იქნება გამგეობის და ნახევარი მერიის.’’
თელავის მერია, ოფიციალურად აგვისტოს დასაწყისში დაიწყებს ფუნქციონირებას. ქალაქის მერი პლატონ კალმახელიძე თელავის ყოფილ გამგებელ გივი მეტრეველის სამუშაო კაბინეტს დროებით დაიკავებს. შენობის მეორე სართულის ნაწილს დაიკავებს მერიის სამსახურებიც:
-,,საწყის ეტაპზე მერია განთავსდება ყოფილი გამგეობის შენობაში. დავიკავებთ ამ შენობის გარკვეულ ნაწილს, შემდგომ მოიძებნება ალტერნატიული ადგილი, რომ აშენდეს ახალი მერიის შენობა. ახლა ვმუშაობთ საორგანიზაციო საკითხებზე, ძირითადად მერიის სტრუქტურა მუშავდება და, შესაბამისად, იმ 13 კანდიდატების ძიება მიმდინარეობს, რომლებიც პირდაპირი დანიშვნის წესით დაინიშნებიან.’’
თელავის მერის - პლატონ კალმახელიძის თქმით, ამ დროისთვის რომელი სამსახურები დაექვემდებარება მერიას და რომელი შეიქმნება, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, გარდა მერიის სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე მუშაობისა, იმ ადამიანების შერჩევაზეც მუშაობს, რომლის დანიშვნაც პირდაპირი წესით შეუძლია:
-,,მერიას 72 საჯარო მოხელე ეყოლება და მას ემატება ხელშეკრულებით მიღებული თანამშრომლების 10%, ანუ სულ დაახლოებით 80 ადამიანი. არსებული სტრუქტურით, იქნება ერთი ვიცემერი და ორი მერის მოადგილე. გარდა ამისა, კანონდებლობით მე მაქვს მონიჭებული უფლება, სამსახურის უფროსები და მოადგილეები, ეს არის 13 თანამდებობის პირი, პირდაპირი წესით დავნიშნო, ამას გავაკეთებ, რა თქმა უნდა, პირველივე დღეებში, ხოლო დანარჩენი სპეციალისტები, განყოფილების უფროსები და სხვა თანამშრომლები, ყველა მონაწილეობას მიიღებს გამოცხადებულ კონკურსში. რაც შეეხება მერიის სტრუქტურას, ამ საკითხზე ვმუშაობთ.’’
თელავის მერის თქმით, მერიის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 7 მილიონი ლარი იქნება და მას შეიძლება, დაემატოს ერთჯერადი პროექტების განხორციელებისთვის საჭირო სხვადასხვა ტრანსფერები.

knews.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30