ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
დავით ნარმანია - დედაქალაქის შემოგარენში ალბათ დაბრუნდებიან ციყვები, მთავარია, მელიები არ შემოგვეჩვიონ
დავით ნარმანია - დედაქალაქის შემოგარენში ალბათ დაბრუნდებიან ციყვები, მთავარია, მელიები არ შემოგვეჩვიონ
28 ივლისი, 2014 წ.
დედაქალაქის შემოგარენში ალბათ დაბრუნდებიან ციყვები, მთავარია მელიები არ შემოგვეჩვიონ, - ამის შესახებ თბილისის ახლად არჩეულმა მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.
როგორც გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში დედაქალაქის გამწვანებასთან დაკავშირებით საუბრისას ნარმანიამ აღნიშნა, აეროპორტის დასახლების ტერიტორიაზე სამი ქარსაცავი ზოლი გაკეთდება, დიდი დიღმისა და ნუცუბიძის პლატოც გამწვანდება.
ჟურნალისტის კითხვას, რომ ძველი დრო ხომ არ ბრუნდება, როდესაც თბილისში ციყვები დარბოდნენ, თბილისის ახალი მერი პასუხობს: "დედაქალაქის ცენტრში – არა, მაგრამ შემოგარენში, ალბათ დაბრუნდებიან ციყვები. მთავარია, მელიები არ შემოგვესიონ", - აცხადებს დავით ნარმანია.
დედაქალაქის ახალი მერი ზოოპარკის გადატანაზეც საუბრობს და ამბობს, რომ საპროექტო მონახაზი უკვე არსებობს, ზოოპარკის გადატანის შემდეგ კი იმ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავები დაირგვება.
მისივე თქმით, იგეგმება მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიის გაერთიანება.

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30