ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გოგუაძე ახალი ინიციატივით გამოდის
გოგუაძე ახალი ინიციატივით გამოდის
25 ივლისი, 2014 წ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, გიორგი გოგუაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ კარგი იქნება სხდომებზე მოქალაქეები საკრებულოს აპარატში განცხადებით თუ შევლენ და სხდომებსაც თუ დაესწრებიან.

_ საკრებულოს სხდომა არის საჯარო. ნებისმიერ პირს შეუძლია, საკრებულოს სხდომაზე მოვიდეს, ოღონდ წინასწარ განცხადებით უნდა მიმართოს საკრებულოს აპარატს, რომ სურვილი აქვს,-- დაესწროს სხდომას და ითხოვს სიტყვით გამოსვლას. ამის გარეშე საკრებულოს აპარატმა საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარეს არ უნდა მისცეს უფლება შეხვედრის გახსნის, სანამ ის ადამიანები არ იქნებიან დაფიქსირებული, რომლებსაც ეს პროცედურა არ აქვთ დაცული. აქ ნებისმიერი ადამიანი რომ შემოვიდეს, მაშინ მუშაობა შეუძლებელი იქნება, სხდომა აირევა. ამ ინიციატივაში არანაირ პრობლემას არ ვხედავ, გაიარონ რეგისტრაცია, ვიცოდეთ თუ რა საკითხის დასმა უნდათ მოქალაქეებს და დაესწრონ, _ გვითხრა გიორგი გოგუაძემ.

ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დასასრულს, ლანჩხუთელმა საჯარო მოხელემ, ირინა დოროხოვამ ხმამაღალი განცხადება გააკეთა. ერთ-ერთი საკითხი მისი სამსახურიდან წამოსვლის შესახებ იყო, რაშიც დოროხოვა გოგუაძეს ადანაშაულებდა. ჩვენს კითხვაზე, ამ ფაქტის გამო ხომ არ ფიქრობდა გოგუაძე, რომ მოქალაქეებმა სხდომაზე დასწრებამდე საკრებულოს აპარატს მიმართონ, დეპუტატი პასუხობს _ არა, ნამდვილად არ ეხება ქალბატონი ირინას განცხადებას. მე ვამბობ, რომ საკრებულოს სხდომაზე წესრიგი უნდა იყოს, _ თქვა გოგუაძემ.

gurianews.com
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30