15.00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 24.2% შეადგენს
15.00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 24.2% შეადგენს
12 ივლისი, 2014 წ.
15:00 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 415 078-მა ამომრჩეველმა მიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა 24,2% შეადგენს , - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, თბილისში აქტივობა 23,5%-ს შეადგენს, ანუ ამ დროისთვის თბილისში 216 060-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
რაც შეეხება აქტივობას ოლქების მიხედვით, 15.00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა ამ დროისათვის ხონში დაფიქსირებდა, სადაც ამომრჩეველთა 44% -მა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ბათუმშია, სადაც 17,1%-მა მიიღო მონაწილეობა.

თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობა დიდუბეში დაფიქსირდა, სადაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 26,6%-მა. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ისანშია, სადაც არჩევნებზე 20,3% მივიდა.

http://www.interpressnews.ge

ბეჭდვა