ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
დილიდან საარჩევნო ფასდაკლებები მოქმედებს
12 ივლისი, 2014 წ.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, დილიდან ფასდაკლებები მოქმედებს. ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი PSP-ს აფთიაქში იმყოფებოდა, სადაც მომხმარებელი მედიკამენტზე ფასდაკლებას იღებს, თუმცა უმეტესობისთვის უცნობია, რას უკავშირდება ფასდაკლება.

კომპანიების შეთავაზებაზე, რომელიც მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში მომხმარებლისთვის ფასდაკლებას ითვალისწინებს, PSP-ს აფთიაქში მომხმარებლის უმეტესობა ინფორმირებული არ იყო. მომხმარებლები აცხადებენ, რომ დღეს აფთიაქში ფასდაკლება მოქმედებს, თუმცა არ იციან, რამდენი პროცენტია ფასდაკლება და რას უკავშირდება ეს. ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ მედიკამენტზე 20-25 %-იანი ფასდაკლება მიიღო, თუმცა არჩევნებზე არ ყოფილა და აფთიაქში მათი მარკირება არავის შეუმოწმებია.
PSP-ს თანამშრომლები კი, საპირისპიროს აცხადებენ. აფთიაქის თანამშრომლების თქმით, ამომრჩეველთა მარკირებას ლაზერული აპარატით ამოწმებენ. მომხმარებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე მოსახლეობა კომპანიების მიერ შეთავაზებული ფასდაკლების გარეშეც უნდა მიდიოდეს.

ამასთან, ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იმყოფებოდა რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურში და ”მაკდონალდსში”, სადაც საარჩევნო ფასდაკლებები ასევ მოქმედებს.

12 ივლისს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, ბიზნესკომპანიები მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობენ.

შესაბამისი სარეკლამო რგოლები უკვე ტრიალებს. მასში ნათქვამია, რომ "ბიზნესკომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო" და ამომრჩევლებს მოუწოდებენ გამოცხადდნენ მეორე ტურზე, გაიარონ მარკირება, დღის ბოლომდე წარადგინონ მარკირება სასურველ სავაჭრო ქსელებში და სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ. კერძოდ, ისინი მიიღებენ 20%-იანი ფასდაკლებას "მაკდონალდსა" და "ვენდისში", 22%-იანი ფასდაკლებას - აფთიაქებში - PSP, "ავერსსა" და "ჯი პი სი"-ში, 15%-იანი ფასდაკლება "გუდვილსა" და "სმარტში", ასევე 5-თეთრიანი ფასდაკლება "გალფსა" და "ვისოლში".

http://www.interpressnews.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« იანვარი 2020 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31