ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
არასამთავრობოები ცესკო-ს ქორეპისკოპოს იაკობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობოები ცესკო-ს ქორეპისკოპოს იაკობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ
09 ივლისი, 2014 წ.
არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკო-ს ქორეპისკოპოს იაკობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა (კონსტანტინე იაკობიშვილმა) საკვირაო ქადაგების დროს კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა.
"ქორეპისკოპოსი საკვარაო ქადაგებისას მოუწოდებს მრევლს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და არ დაუშვან კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის გამარჯვება: "უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას, ღირსება როგორ აჰყარეს ერს, მობრუნებას რომ აპირებენ ისევ ისე, რაღაცას უარი უნდა ეთქვას". ამასთან, ქორეპისკოპოსი იაკობი აკრიტიკებს ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკას - "დღეს რომ ისევ ხელისუფლებაში მობრუნება უნდათ, რას გვპირდებიან, რომ მობრუნდებიან?!" და აკეთებს გარკვეულ მინიშნებებს იმაზე თუ რომელ პოლიტიკურ ძალას უნდა დაუჭოს მხარი ამომრჩევლმა: "არ ვლაპარაკობ, რომ რომელი ძალაც არის, ყველაფერი ისე ხდება, რომ მოსაწონია. ხალხმა ამ არჩევნებზე აჩვენა, რომ გულდაწყვეტილია, მაგრამ განსხვავებას ყველა ვხედავთ".
აღნიშნული განცხადება წარმოადგენს წინასაარჩევნო აგიტაციას - ამომრჩეველთა მოწოდებას საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტების კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერ საჯარო მოქმედებას, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას (და სხვა)", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
მათივე განმარტებით, ყველა ადამიანს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება და უფლება, საჯაროდ მხარი დაუჭიროს სასურველ კანდიდატს, კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით. თუმცა, როგორც ორგანიზაციები აცხადებენ, საქართველოს "საარჩევნო კოდექსის" 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტი წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას პირდაპირ უკრძალავს რელიგიურ ორგანიზაციებს.
"კონკრეტულად რომელი სუბიექტები შეიძლება განვიხილოთ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლად საარჩევნო კოდექსით დადგენილი შეზღუდვის მიზნებისთვის ინტერპრეტაციის საგანია. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებისთვის ქორეპისკოპოსი აღქმულ უნდა იქნეს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლად. მისი სტატუსის მქონე სასულიერო იერარქის ეკლესიასთან ამგვარი კავშირის არსებობას ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც: "ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით)", რაც გულისხმობს, რომ ქორეპისკოპოსის მიერ მისი სტატუსისა და უფლებამოსილების ფარგლებში გაკეთებული საჯარო გამოხატვა უნდა აღიქმებოდეს რელიგიური ორგანიზაციის პოზიციად", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე მტკიცებით, რელიგიური ორგანიზაციების ლიდერების საჯარო გამოსვლა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის საკვირაო ქადაგება, თავის თავში მოიცავს ამომრჩეველთან კომუნიკაციის კომპონენტს და წარმოადგენს საჯარო მოქმედებას, მით უფრო, როდესაც ის ფართოდ შუქდება მედია საშულებების მიერ.
"შესაბამისად, ქორეპისკოპოსის საჯარო მოქმედება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, აღქმულ უნდა იქნეს რელიგიური ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ აგიტაციად, რომელიც აკრძალულია საარჩევნო კოდექსის მიერ. საარჩევნო კოდექსის ამკრძალავი ნორმა, რომელიც მკაცრად ადგენს საარჩევნო აგიტაციის აკრძალვის მოთხოვნას სუბიექტთა განსაზღვრული წრის მიმართ, მიზნად ისახავს დაიცვას საარჩევნო პროცესი სასულიერო პირების ზეგავლენისგან, რისი ალბათობაც დიდია რელიგიური ორგანიზაციების მაღალი ნდობისა და ავტორიტეტის გათვალისწინებით. საარჩევნო პროცესის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა დემოკრატიული და სეკულარული სახელმწიფოს განვითარებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, განცხადების ხელმომწერი არასამთავრობი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შეისწავლოს ქორეპისკოპოს იაკობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით მონაწილეობის ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. რელიგიურ ორგანიზაციების წარმომადგენლებს კი მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ნებისმიერი საჯარო მოქმედებისგან, რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო აგიტაციის ნიშნებს.
განცხადებას ხელს აწერენ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC); "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED); "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" (TI) და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია).

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
არჩევნებამდე დარჩა 31.10.2020 08:00 34 დღე
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2020 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30