ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
09 ივლისი, 2014 წ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრსა და ჩეხეთის განვითრების სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. მხარეები „საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში ითანამშრომლებენ.

მემორანდუმის მიზანია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერა მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადებას სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გზით, ასევე ჩეხეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარებას დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში ფინანსური სახსრების გადანაწილების კუთხით.

„ეს მნიშვნელოვანი მემორანდუმია. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩეხურ მხარეს იმისთვის, რომ იგი ამ პერიოდის განმავლობაში გაგვიწევს როგორც ტექნიკურ, ისე ექსპერტულ დახმარებას, ისეთი მნიშვნელოვანი თემების მიმართულებით, როგორიც არის ადგილობრივი თვითმმართველობა, ზოგადად, მმართველობა, მათ შორის, საგადასახადო კოდექსის იმპლემენტაცია“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„ამჟამად საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს დეცენტრალიზაციის რეფორმას საქართველოში, რაც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ შეიქმნას თვითმმართველობის სისტემა, სადაც ხელისუფლება უფრო მეტად ანგარიშვალდებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების მიმართ. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ წარმოვადგენთ ამ პროექტის ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას, დეცენტრალიზაციის რეფორმის განმახორციელებელი ორი ძირითადი სამინისტროს ინსტიტუციონალურ გაძლიერებას და მათთვის რეფორმის პროცესის სხვადასხვა ასპექტში მხარდაჭერას“, _ განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა.

„ჩვენ მოვუწოდებთ საჯარო დაწესებულებებს და უნივერსიტეტებს მონაწილეობა მიიღონ პროექტში ან ითანამშრომლონ საქართველოს ინსტიტუტებთან. ჩვენ გვსურს საქართველოს გავუზიაროთ საჯარო მმართველობის დეცენტრალიზაციის რეფორმიდან მიღებული გამოცდილება. ჩეხეთის რესპუბლიკა დახმარებას გაუწევს საქართველოს რამდენიმე საკითხთან მიმართებაში, რომელიც დაკავშირებულია საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელებასთან. ეს პროექტი სწორედ ამის მაგალითია“, - აღნიშნა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა მიხაელ კაპლანმა.

ამავე მემორანდუმის ფარგლებში, ჩეხეთის განვითრების სააგენტო პროექტს 4 000 0000 ჩეხური კრონით (200 400 ევრო, 2014 წლის 11 ივნისის ოფიციალური სავალუტო კურსით) დააფინანსებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ძალაშია 2016 წლის ბოლომდე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ივლისი 2020 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31