დღეს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის" წარმომადგენელმა და ორგანიზაცია „ოზანის" თავმჯდომარე, ქამილ მუსაევ-ქირაღლიმ, ადგილობრივი არასამთავრობოები მარნეულის საკრებულოს ახალ წევრებს შეახვედრა.
შეხვედრისას ქამილ მუსაევმა შეკრებილებს მარნეულის სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი წერილი გააცნო. აცხადებდა, რომ აღნიშნული წერილი, რამდენიმე დღეში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადაეგზავნება.
„ მარნეულში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ რამიზ გიულმამედოვს, იურიდიული და ეკონომიკური განათლების მქონეს. მას აქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება, არის გულისხმიერი და დისციპლინირებული პიროვნება", - ვკითხულობთ ღარიბაშვილისთვის განკუთვნილ წერილში, რომლის ბოლოსაც ქამილ მუსაევის ორგანიზაციასთან ერთად მითითებულია: მსოფლიო ხალხთა ქრისტიანულ-მუსულმანური მეგობრობა და მეცნიერ მკვლევართა ასოციაცია.
პრემიერს თვითმმართველობის კომპეტენციებში ჩარევას აღნიშნული ორგანიზაციები თავიანთი „მოტივით" სთხოვენ.
„ რაიონში მოქმედი 5-6 ორგანიზაცია არის მხარდამჭერი აღნიშნული წერილის და ისინიც შემოგვიერთდებიან - შემდეგ გადაეგზავნება მიმართვა პრემიერს. ჩვენ ვითხოვთ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე რამიზ გიულმამედოვის დანიშნვას. ეს ადამიანი არის გამარჯვებული, როგორც პარტიული სიით, ასევე როგორც მაჟორიტარი - რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს აფასებენ",- საუბრობს შეხვედრის ორგანიზატორი, ქამილ მუსაევ-ქირაღლი.
ღონისძიებაზე აღნიშნული წერილის გარდა რაიონისთვის პრობლემური საკითხები განიხილეს. საუბარი იყო სარწყავი წლის პრობლემაზე და საქონლის სასაკლაოს საკითხზე. შეხვედრის მონაწილე ზემფირა აზიზბეკოვამ, რომელიც წარმოადგენდა ორგანიზაცია „ საქართველოს აზერბაიჯანეთა ახალგაზრდულ ფორუმს" განაცხადა, რომ საუბარია მარნეულში ახალი სასაკლაოს შექმნაზე, რაც ეწინააღმდეგება მათ რელიგიას - რადგან მუსულმანური წესით საკლავი ამავე რწმენის ადამიანმა შესაბამისი წესების დაცვით უნდა დაკლას. ამბობდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საკვების მიღება ცოდვას წარმოადგენს მუსულმანებისთვის.
საკრებულოს წევრებმა განაცხადეს, რომ იმუშავებენ იმ პრობლემების მოსაგვარებლად რაც მოისმინეს.
http://kkpress.ge/index.php?do=fullmod%2Fnews&id=2544
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები