ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური სამი პარტიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური სამი პარტიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს
10 ივნისი, 2014 წ.
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური არჩევნებში მონაწილე სამ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა განუცხადა, აღნიშნულის გამო "კონსერვატიული პარტიის", "საქართველოს გზისა" და "პატრიოტა ალიანსის" წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავენ.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საარჩევნო პროცესების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ იქნა 3 პოლიტიკური პარტიის მიერ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების დარღვევების ფაქტები, კერძოდ:
1. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 271-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დარღვევით "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" 26-29 აპრილს ჩაერიცხა შემოწირულება ჯამში 8,690 ლარის ოდენობით. დარღვეულია ცნობების 5 დღიანი ვადა, ხოლო თანხა არის საბანკო ანგარიშზე შეტანილი ნაღდი ანგარიშსწორების წესით. ამასთანავე, ამავე პერიოდის დეკლარაცია წარმოდგენილია ნულოვანი სახით და არ არის ასახული მიღებული შემოსავლები. ასევე, 8-24 მაისის პერიოდში მიღებულია 47,170 ლარის ოდენობის შემოწირულება, რომელიც შეტანილია ნაღდი ანგარიშსწორების წესით.
ზემოაღნიშნული წარმოადგენს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რაც იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 20 ივლისის #126/37 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით 2014 წლის 15 აპრილს საქართველოს კონსერვატიული პარტიის საბანკო ანგარიშიდან ბანკომატის მეშვეობით განაღდებულია 500 ლარი გაურკვეველი დანიშნულებით, რის შესახებაც არ უცნობებია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის.
3. ამავე ბრძანების მოთხოვნების დარღვევით მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება "საქართველოს გზის" საბანკო ანგარიშიდან 15-23 აპრილს ბანკომატის საშუალებით გამოტანილია 400 ლარი, ხოლო 249 ლარი ბარათით, რაც დეკლარაციაში არ არის მითითებული.
აღნიშნული საკითხები წარმოადგენს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 342-მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას - "სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მის მიერ მოთხოვნილი და ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა" − რაც იწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით",- განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.
მისივე განმარტებით, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მიერ სამივე პოლიტიკური პარტიის მიმართ მომზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია და, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებთან ერთად, გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გადაიგზავნება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ინტერპრესნიუსი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ივლისი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31