ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
საია წინასარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
საია წინასარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
20 მაისი, 2014 წ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში 1-დან 30 აპრილის პერიოდს მოიცავს.

საანგარიშო პერიოდში, საია-ს მონიტორების მიერ საჯარო მოხელეთა მხრიდან აგიტაციის წესების დარღვევის სამი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - ერთი, ამომრჩევლის მოსყიდვის - ერთი, საარჩევნო პროცესებთან სავარაუდოდ დაკავშირებული სისხლის სამართლებრივი დევნის - 7, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეფარდების - 18, ფიზიკური ანგარიშსწორების -1 და სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 9 ფაქტი დაფიქსირდა.

"2014 წლის 10 აპრილს ადგილი ჰქონდა ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო შეხვედრების ჩაშლის მცდელობის ფაქტებს, რამაც გარკვეულ შემთხვევებში ძალადობრივი ხასიათი შეიძინა. აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ყვარლის მუნიციპალიტეტში განვითარებულმა მოვლენებმა, სადაც მუნიციპალიტეტის საკრებულო მოქმედ გამგებელს დაუპირისპირდა", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, საია-ს პირველი შუალედური ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს საარჩევნო კანონმდებლობაში გარკვეული პოზიტიური სიახლეები აისახა. მათ შორის მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის 12-მდე გაზრდა, გამგებლებისა და მერების არჩევნებისთვის 50%-იანი ბარიერის დაწესება და სხვა.

"მიუხედავად აღნიშნული ცვლილებებისა, საარჩევნო კანონმდებლობის ბევრი არსებითი ცვლილება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა საარჩევნო გარემოს, არ განხორციელებულა. არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა საკრებულოს არჩევნებისთვის. არ შედგა ბიომეტრული გზები, არ გადაიხედა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი და სხვა. არ მიეცათ გამგებლის, მერობის კანდიდატების დასახელების შესაძლებლობა, რითაც გაუარესდა მოქმედი ნორმა. არ განხორციელებულა სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც", - განმარტებულია ანგარიშში.

გარდა ამისა, საია-ს შეფასებით, კვლავ პრობლემურია უწყებათაშორისი კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესრულების საკითხი. ასევე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კომისია 24 მარტამდე უნდა შექმნილიყო, თუმცა ის დაგვიანებით 3 აპრილს ამოქმედდა.

ამასთან, ანგარიშში შეფასებულია ცესკო-ს მუშაობაც და განმარტებულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია წინასაარჩევნო პერიოდს საკმაოდ მომზადებული შეხვდა.

"საია პოზიტიურად აფასებს ცესკო-ს თამჯდომარის მოწოდებას საოლქო-საარჩვენო კომისიებისათვის, რათა მათ საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევნებისას მაქსიმალური პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი გამოეჩინათ", - განმარტებულია ანგარიშში.

საია-ს მონიტორების ინფორმაციით, იმ საოლქო-საარჩევნო კომისიებში, სადაც საია-ს მონიტორებმა დაკვირვება განახორციელეს, საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება კანონის მოთხოვნების დაცვით წარიმართა.
ამასთან, ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო კომისიის შექმნა.

.interpressnews.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა