ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
ვინ არიან გამგებლობის კანდიდატები კახეთში
ვინ არიან გამგებლობის კანდიდატები კახეთში
20 მაისი, 2014 წ.
საოლქო – საარჩევნო კომისიებში მუნიციპალიტეტების გამგებლობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა . 15 ივნისს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, კახეთის რეგიონში გამგებლობის ყველაზე მეტი კანდიდატი საგარეჯოშია რეგისტრირებული, თუმცა კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი კონკურენცია ამ დროისთვის ახმეტასა და ლაგოდეხშია.

სიღნაღში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს დავით ჯანიკაშვილი იყრის; არასაპარლამენტო ოპოზიციიდან (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) გამგებლობის კანდიდატი გიორგი მჭედლიშვილია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ზაზა ზედელაშვილი; ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან ირაკლი სულიაშვილი; მერაბ კოსტავას საზოგადოებიდან ნოდარ კუტიბაშვილი;

თელავში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე შათირიშვილია; არასაპარლამენტო ოპოზიციიდან (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) მალხაზ არუდაშვილი; ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან – ჯემალ ბაღათრიშვილი; ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ბოტკოველი;

ახმეტაში „ქართული ოცნებიდან“ გამგებლობის კანდიდატი ბექა ბაიდაურია; ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან შაქრო ტერტერაშვილი; ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან – ზურა ფილაშვილი; არასაპარლამენტო ოპოზიციიდან (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) – ნუკრი ბართიშვილი;

ყვარელში „ქართულმა ოცნებამ“ გამგებლობის კანდიდატად ილია მზექალაშვილი წარადგინა; „დავით თარხან მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ გამგებლად კენჭს ალექსი შიუკაშვილი იყრის; ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან – ილია ბურკიაშვილი; მწვანეთა პარტიიდან – რევაზ ჩოხადარი; ნაციონალური მოძრაობიდან – ხატია დეკანოიძე;

ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ კანდიდატიკარლო (კახა) ჯამბურიაა; საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობიდან კენჭს ნოდარ მანიჟაშვილი იყრის; ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან – ისაკო ცქიფურიშვილი; ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა ნოზაძე;

დედოფლისწყაროში „ქართული ოცნებიდან“ გამგებლობის კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილია; ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ემზარ ჯანაშვილი; არასაპარლამენტო ოპოზიციიდან – გელა ბაგალიშვილი;

საგარეჯოში „ქართულმა ოცნებამ“ გამგებლობის კანდიდატად გიორგი გზირიშვილი წარადგინა;საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა – სოსლან გარსევანიშვილი; სახალხო პარტიიდან კენჭს ალექსი არაბული იყრის; ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობიდან – დავით მაისაშვილი; „ნაციონალური მოძრაობიდან“ გარსევან ბუხნიკაშვილი; არასაპარლამენტო ოპოზიციიდან – ივანე დემეტრაშვილი; ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან თენგის სონიშვილი; ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან – ილია ჭიაურელი;

გურჯაანში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრის გივი გერგიძე; „ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“ ვალერი შოშიაშვილი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – გიორგი პეტრუზაშვილი; სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზიდან – ფარვიზი ბაწელაშვილი; „თვითმმართველობა ხალხს“ – ზაზა ნაცვლიშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გამგებლობის კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი კონკურენცია ამ დროისთვის ახმეტასა და ლაგოდეხშია. ახმეტაში სახელისუფლებო პარტიის კანდიდატს ბექა ბაიდაურს კონკურენციას უწევს ახმეტის პოლიციის ყოფილი უფროსი ზურა ფილაშვილი – ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან. არჩევნებში მონაწილეობს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი შაქრო ტერტერაშვილიც. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ, წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ პანკისის ხეობაში (ეთნიკური ქისტებით კომპაქტურად დასახლებული ტერიტორია) და ალვანის ზონაში (თუშებით დასახლებული ტერიტორია) დაბალი რეიტინგი აქვს.

ამასთან, ბექა ბაიდაურის კანდიდატურას თავად „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის წარმომადგენლებიც აპროტესტებდნენ, რის გამოც მათ შტაბი დატოვეს და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი წინასაარჩევნოდ აქტიურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსებს. იმის მიუხედავად, რომ ის გამგებლობის კანდიდატად უკვე ოფიციალურად არის რეგისტრირებული, სამსახურში დადის, მოქალაქეებს იღებს და გამგეობის თანამშრომლებს დავალებებს აძლევს.

რაც შეეხება ლაგოდეხს, „ქართული ოცნებიდან“ გამგებლობის კანდიდატს კონკურენციას ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან გამგებლობის კანდიდატი ისაკო ცქიფურიშვილი უწევს, რომელიც ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ კაბლის თემში გამგებლობის კანდიდატებიდან ყველაზე ცნობადია. კაბლის თემში ამომრჩეველთა თითქმის 30% ცხოვრობს.

http://ick.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა