ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
"არასაპარლამენტო ოპოზიცია" მხარდამჭერების მიმართ ხელისუფლების ზეწოლაზე საუბრობს
"არასაპარლამენტო ოპოზიცია" მხარდამჭერების მიმართ ხელისუფლების ზეწოლაზე საუბრობს
14 მაისი, 2014 წ.
"არასაპარლამენტო ოპოზიცია" მხარდამჭერებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებს ასახელებს. ზეწოლის ფაქტების შესახენ საარჩევნო ბლოკის "არასაპარლამენტო ოპოზიციის" პრეს-სპიკერმა, მანანა ნაჭყებიამ ისაუბრა.

მისი განცხადებით, ცალკეულ რაიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს ბლოკის წევრებზე და მათ მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტებს. კონკრეტულად, მანანა ნაჭყებიამ დაასახელა ხარაგაულის და ქარელის მუნიციპალიტეტებში მათ მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტები.

"ხარაგაულის რაიონის მოქმედმა გამგებელმა და სახელისუფლებო კოალიციის "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა 2014 წლის აპრილში თანამდებობას ჩამოაშორა და სხვა დაბალანაზღაურებად სამსახურში გადაიყვანა რწმუნებული ვარძიის ტეროტორიულ ორგანოში შალვა ხიჯაკაძე, რომელიც არის "არასაპარლამენტო ოპოზიციისა" და მისი გამგებლობის კანდიდატის – როინ ხიჯაკაძის მხარდამჭერი. ამ თანამდებობაზე მან თავისი აქტივისტი მზექალა გლუნჩაძე დანიშნა. ასევე, 2014 წლის პირველ მაისს გამგებელმა ხელშეკრულება შეუწყვიტა ვარძიის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანაშემწეს ზაზა კაკოიშვილს და ხელშეკრულებით ამ თანამდებობაზე აიყვანა თავისი მხარდამჭერი იზოლდა ხიჯაკაძე. 2014 წლის 13 მაისს მან სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დააწერინა ვარძიის ტერიტორული ორგანოს რწმუნებულის მოადგილეს გელა ოკრიბელაშვილს. ზაზა კაკოიშვილიც და გელა ოკრიბელაშვილიც "არასაპარლამენტო ოპოზიციის" მხარდამჭერები არიან", - აღნიშნა ნაჭყებიამ.

მისივე თქმით, ანალოგიური ფაქტი არის ქარელის მუნიციპალიტეტშიც, სადაც თანამდებობიდან გაათავისუფლეს შპს "გამწვანების" თანამშრომელი ეკა გაჩეჩილაძე, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერია. ნაჭყებიას ინფორმაციით, აღნიშნულმა შპს–მ გაიმარჯვა ტენდერში და ახორციელებს ქარელის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოებს.

""არასაპარლამენტო ოპოზიცია" აცხადებს, რომ სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება საჯარო სამსახურში მყოფ ოპოზიცის წარმომადგენლებზე ზეწოლა ისეთი "ნაცადი" საშუალებებით, როგორიცაა სამსახურიდან გათავისუფლება ან გათავისუფლების მუქარა, რის გამოც ხშირად ოპოზიციის მხარდამჭერები უარს აცხადებენ განახორციელონ თავიანთი აქტიური საარჩევნო უფლება და კენჭი იყარონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ოპოზიციის სახელით. არის სხვა ანალოგიური შემთხვევებიც, მაგრამ ამ შემთხვევებში ადამიანები, რომლებზეც ზეწოლა განხორციელდა არ თანხმდებიან გასაჯაროვდეს ფაქტები. მათ ზეწოლის შედეგად უარი თქვეს ოპოზიციის სახელით არჩევნებში მონაწილეობაზე და შეინარჩუნეს სამსახურები. ამ ფაქტებს "არასაპარლამენტო ოპოზიცია" წერილობთ მიაწვდის უწყებათაშორის კომისიას და მოითხოვს მისგან სათანადო რეაგირებას", - აღნიშნა ნაჭყებიამ. 

interpressnews.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31