ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ნინო ბურჯანაძე: “თუ ასეთი უსამართლო საარჩევნო გარემო დატოვეს, „ქართულ ოცნებას“ რეგიონული კონფერენციები რაღაში სჭირდება?“
20 თებერვალი, 2014 წ.
ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ იწყებს რეგიონული კონფერენციების ჩატარებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ:

„გასაგებია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გვიახლოვდება და ცხადია ყველა პარტია, მათ შორის „ქართული ოცნება“ ემზადება ამისათვის. ერთი რამ ფაქტია, სრულიად ნათელია ყველასათვის, რომ მმართველმა პარტიამ საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას ნამდვილად ვერ გაუმართლა იმედები. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს ამდენს ბედავენ, ეს არის „ქართული ოცნების“ უსუსურობის და არ მინდა ვიფიქრო, გარიგების ბრალი. ერთსაც ვიტყვი, თუ საკანონმდებლო ბაზაში არაფრის შეცვლას არ აპირებენ, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ძალიან მშვიდად იყოს, რადგან ასეთ შემთხვევებში რეგიონული კონფერენციების ჩატარებისათვის თავს ტყუილად იწუხებენ. მაგრამ მათ ესმით, რომ დღეს კიდევ უფრო სხვა რეალობაა, ჩვენ არ დავუშვებთ არჩევნებით ასეთ მანიპულირებას, ამიტომ მოემზადონ. მომზადება ძალიან კარგი პროცესია. კარგი იქნებოდა მათ ჰყოფნიდეთ გამბედაობა შექმნან რეალურად თანასწორი გარემო, სადაც ყველა პარტიას თანასწორი უფლებები ექნება, მაგრამ ამის გამბედაობა, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30