ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
,,ქართულმა ოცნებამ'' ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო არ შეეცვალათ''
19 თებერვალი, 2014 წ.
,,დემოკრატიული მოძრაობის'' ლიდერი არჩევნებისთვის თანაბარი პირობების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, რაც მისი აზრით, იმისთვის არის საჭირო, რომ არჩვენები მინიმალურ სტანდარტებს მაინც აკმაყოფილებდეს.

,,სამწუხარო რეალობაა, რომ ,,ქართულ ოცნებაში'' შემავალმა 6 პარტიამ, რომელიც მუდმივად ითხოვდა ,,ნაციონალური მოძრაობისაგან'' საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროცესი წელიწადნახევრის განმავლობაში გაეჭიმათ და საარჩევნო გარემო რეალურად, არ შეეცვალათ'', - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ,,ყოვლად მიუღებელია ის, რაც მის პარტიასთან მიმართებაში ხდება''. ,,საპარლამენტო არჩევნებისთვის 3%-იანი ბარიერია დაწესებული, ამ დროს კი საპრეზიდენტო არჩევნებში 10% გვაქვს მიღებული და კვალიფიციური პარტიის სტატუსზე უარს გვეუბნებიან, რაც მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ არ მივიღოთ დაფინანსება და უფასო საეთერო დრო. გასაგებია, რომ ხელისუფლებას და ე.წ. ოპოზიციას, ,,ნაციონალურ მოძრაობას'' ყველაზე მეტად, ,,დემოკრატიული მოძრაობის'' ეშინია, მაგრამ თუ გვსურს, რომ არჩევნები მინიმალურ სტანდარტს მაინც შეესაბამებოდეს, ამისთვის საკმარისი არ არის, რომ თავში არ გვირტყამენ და არ გვხოცავენ. ამას სჭირდება ელემენტარული თანაბარი პირობები, რომელიც ჩვენ არ გვაქვს'', - განაცხადა ,,დემოკრატიული მოძრაობის'' ლიდერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30