ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
კახა ძაგანია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებს მიმართავს
19 თებერვალი, 2014 წ.
როგორც ,,მემარცხენე ალიანსის'' ლიდერმა ,,პირველ პრესკლუბში'' განაცხადა, ყველა პარტიამ საარჩევნო პროგრამაში უნდა ჩადოს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ბიუჯეტის 1%-ს ენერგორესურსებზე შეღავათს მოახმარს.
,,როდესაც დღევანდელი მმართველი პარტია მოდიოდა ხელისუფლებაში, მან პროგრამაში ჩადო ენერგორესურსების გაიაფების დაპირება. სამწუხაროდ, ეს დაპირება არ შესრულებულა. ამ ცივი ზამთრის პირობებში ჩვენს მივწერეთ პრემიერ-მინისტრს, გამოეყო თანხა სარეზერვო ფონდიდან ვაუჩერებისთვის და მოსახლეობისთვის ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა მძიმე ტვირთი. პასუხად მივიღეთ, რომ თურმე, საქართველოს მთავრობამ უკვე გაითვალისწინა მოსახლოებისთვის შეღავათები ელექტროენერგიასა და გაზზე, რომ 0.03 %-ით გაიაფებულია გაზი, რომ ელექტროენერგიაც რაღაც მიზერული თანხით გაიაფდა და შესაბამისად, სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა საჭირო აღარ არის, რადგან შესაძლებელია, ეს ფონდი წლის ბოლოსთვის სხვადასხვა პროქტის დასაფინანსებლად დაჭირდეთ.

ვფიქრობთ, ეს არის არასწორი მიდგომა, ამიტომ იძულებულებულები გავხდით, არაოფიციალური საარჩევნო კამპანია დაგვეწყო. ამ კამპანიის ფარგლებში, ყოველ კვირა საარჩევნო პროგრამის გარკვეულ ნაწილებს წარმოგიდგენთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ენერგორესურსებზე შეღავათების დაწესება. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში, თავის პროგრამაში ჩადოს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის მინიმუმ, 1% გათვალისწინებული იქნება მოსახლეობისთვის ენერგორესურსების დასაფინანსებლად. ეს ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებას მაინც'' - განაცხადა კახა ძაგანიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30