ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ვინ წარადგენს ,,გრეჩიხას'' მერობის კანდიდატად
19 თებერვალი, 2014 წ.
ლევან გაჩეჩილაძე საკუთარი თავის თბილისის მერის კანდიდატად დასახელებას გამორიცხავს. იგივე აზრს იზიარებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა ,,ალიასთან'' საუბარში. გამოცემის ინფორმაციით, ყველას კარგად ახსოვს, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე როგორ პირწმინდად მოუგო თბილისი გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს. თუმცა დღეს სხვა პოლიტიკური მოცულობაა. ამის მიუხედავად, კონკრეტული ძალები მიანიშნებენ, რომ იქმნება ჯგუფი, რომელიც ლევან გაჩეჩილაძეს ადგილობრივ არჩევნებზე მერობის ერთ-ერთ კანდიდატად ამზადებს. ამ ინფორმაციის ავტორი ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გელბახიანი ასევე აცხადებს, რომ პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე პოლიტიკურ პროცესებში ჩასართავად ემზადება. გელბახიანის თქმით გუდავაძის პოლიტიკაში ჩართვა გია ხუხაშვილის ინიციატივაა. ,,გაჩეჩილაძის პიარს ტელეკომპანია ,,იმედი'' მოემსახურება'' - წერს გამოცემა.

იყრის თუ არა კენჭს ,,გრეჩიხა'' დედაქალაქის მერის კანდიდატად? ,,არა, ეს გამორიცხულია. მე მაქვს სხვა გეგმები, რომელსაც მალე გაიგებთ, გპირდებით, რომ თქვენ იქნებით ის ჟურნალისტი, რომელსაც ექსკლუზიურ ინტერვიუს მივცემ!'' - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

,,ხმები ლევან გაჩეჩილაძის მერობასთან დაკავშირებით სრული შიზოფრენიაა, რომელიც ახასიათებს ქართულ პოლიტიკურ წრეს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არც მე და არც ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებთ''- აცხადებს ,,ალიასთან'' ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30