ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
"საქართველოს გზა" საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
20 თებერვალი, 2014 წ.
პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარე თეიმურაზ მურვანიძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მზად იქნება მომავლისათვის განიხილოს არჩევნების თანამედროვე და დაცული სისტემების დანერგვა საქართველოში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, 50%-იანი ბარიერის შემოღებით მმართველმა გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და გაითვალისწინა არა მხოლოდ ცალკეული პარტიების, არამედ სრულიად საზოგადოების მოთხოვნა.

"ჩვენ, პარტია "საქართველოს გზა" ბოლო ერთი წლის განვმალობაში ჩართულნი ვიყავით თვითმმართველობის, საარჩევნო კოდექსის შემუშავებაში და აქტიურად ვლობირებდით ბიომეტრული მონაცემების საფუძველზე საარჩევნო სიების შექმნასა და ელექტრონული არჩევნების სისტემის დანერგვას ჩვენს ქვეყანაში. შემუშავებული გვაქვს საკმაოდ ინოვაციური და თანამედროვე, საქართველოზე მორგებული მოდელი. აქედან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსის ის ნაწილი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს ეხება ჩვენთვის არ არის აქტუალური, თუმცა მხარს ვუჭერთ სამართლიანობის და გაჭირვალეობის პრინციპზე დაყრდნობილ მიდგომებს.

მმართველმა გუნდმა ბარიერის საკითხთან ერთად წარმოადგინა საკმაოდ საინტერესო წინადადებები რეგიონალურ მაუწყებლებთან დაკავშირებითაც, რასაც პარტია "საქართველოს გზამ" მხარი დაუჭირა. ვფიქრობთ, რომ შემოთავაზებული მოდელი შეუმსუბუქებს მძიმე მდგომარეობას როგორც რეგიონალურ მაუწყებლებს, ასევე პოლიტიკურ პარტიებს, და მათ ექნებათ მეტი ხელმისაწვდომობა რეგიონალური მაუწყებლების ეთერებში სარეკლამო რგოლების განსათავსებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეფასებით განვლილი ერთი წლის განვმალობაში შეიძლებოდა საარჩევნო კოდექსის რევოლუციური ცვლილებები და ეს დრო ვერ იქნა გამოყენებული ეფექტურად, "საქართველოს გზა" მაინც დადებითად აფასებს მმართველი გუნდის მიერ გადმოდგმულ ნაბიჯებს და იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება მზად იქნება მომავლისათვის განიხილოს არჩევნების თანამედროვე და მეტად დაცული სისტემების დანერგვა საქართველოში" , -ნათქვამია მურვანიძის განცხადებაში.

http://www.interpressnews.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30