2014 წლის არჩევნებისთვის, საარჩევნო გარემოსთან მიმართებაში რეგრესული ფორმატი შეიქმნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" განუცხადა, სადაც პარტიების დაფინანსების საკითხზე მრგვალი მაგიდა იმართება.
როგორც კაციტაძემ განაცხადა, საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებასთან დაკავშირებული თემები, არა მხოლოდ კოალიციის შემადგენლობის საგნად უნდა იქცეს, არამედ მათზე მსჯელობის საშუალება ყველა პოლიტიკურ პარტიას და ორგანიზაციას უნდა მიეცეს.
"2014 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო გარემოსთან მიმართებაში რეგრესული ფორმატი შეიქმნა. პარლამენტს გარეთ მყოფ ორგანიზაციებს არ მოგვეცა რეალური შესაძლებობა ამ პროცესში ქმედითად ჩავრთულიყავით, ვინაიდან პროექტი ინტერფრაქციულმა ჯგუფმა შეიტანა. მეორე მხრივ რეალობაა ის, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილ წინადადებზე ხელისუფლების მხრიდან პასუხებს დღემდე ველოდებით. ჩვენი სურვილია, რომ ეს თემები არა მხოლოდ კოალიციის შიდა განხილვის საგნად იქცეს, არამედ მათზე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ იმსჯელოს და შესაბამისი შეფასება გააკეთოს", - განუცხადა მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, დღევანდელი მრგვალი მაგიდის ფარგლებში საუბარი შეეხება სწორედ იმ რეალობას, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაა შექმნილი.
"ამ დღეების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით, სადაც ერთი მხრივ, საპრეზიდენტო არჩევნების ანალიზი და შეფასება ხდება და მეორე მხრივ, 2014 წლის საარჩევნო გარემოს პერსპექტივების, გამოწვევების, რისკების და ა.შ, არის საუბარი. ჩვენ არასაპარლამენტო პარტიებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს გვეძლევა საშუალება, გამოვთქვათ ჩვენი პოზიცია, კრიტიკული მოსაზრებები იმ რეალობასთან დაკავშირებით, რომელიც მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების წინ არსებობს. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის გამოსასწორებელი, რა არის არასწორი, რა იმოქმედებს უარყოფითად არჩევნებზე და მის შედეგებზე და რა არის ის რისკები, რომელიც 2014 წლის არჩევნებს ნდობის და ლეგიტიმურობის თვალსაზრისით დაბალ მაჩვენებელს დაუფიქსირებს", - აღნიშნა კაციტაძემ.
http://www.interpressnews.ge/
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები